საზოგადოება

,,ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული, მათთვის დაანგარიშება ძველი კურსით უნდა მოხდეს”

   იმისთვის, რომ ლარის რეკორდულმა გაუფასურებამ ქვეყანა კიდევ უფრო არ გააღარიბოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელიუფლებას 5 პუნქტიან გეგმას სთავაზობს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა.

„ლარი კვლავ გაუფასურდა, რაც  მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას, 700 ათასი პენსიონერისთვის გაუფასურებულ პენსიას, დოლარსი კრედიტის მქონე 530 ათასი ადამიანისთვის პირდაპირი დარტყმის მიყენებას ნიშნავს. ლარის გაუფასურება გამოიწვევს ფასების მატებას როგორც საკვებ პროდუქციაზე, ასევე საწვავზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე.

რატომ ხდება ეს?

  • შემცირდა ინვესტიციები. არცერთი ინვესტორი არ მოისურვებს ინვესტიცია ერთი ოლიგარქის ქვეყანაში ჩადოს.
  • რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს საქართველოში, პირდაპირ მორგებულია ოლიგარქთან და მასთან დაკავშირებულ კლანებზე.
  • ასევე, ბიუჯეტის არასწორი და არამიზნობრივი ხარჯვა. განუსაზღვრელად დიდი პრემიები და დანამატები ჩინოვნიკებისთვის.
  • ხელოვნურად შექმნილი აიპები, სადაც ათასობით პარტიული აქტივისტია დასაქმებული

რა უნდა გაკეთდეს?

  • ხარჯების შემცირება. მათ შორის პრემია დანამატების სრული აკრძალვა.
  • მავნებელი რეგულაციების გაუქმება, რომელიც ინვესტორებს გზას უკეტავს და არის ნიშანი, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ უნდა გააკეთონ
  • ანტოკორუფციული ნაბიჯების გადადგა, რათა ყველა დონეზე გამეფებული კორუფცია აღმოიფხვრას
  • უნდა გადაიდგას ნაბიჯები ინვესტიციის მოსაზიდად
  • რადგან ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს იმ ადამიანებს, რომლებთაც კრედიტი დოლარში აქვთ აღებული, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბანკებთან კონსუტაციები და მათთვის დაანგარიშება წლის დასაწყისში არსებული კურსით უნდა მოხდეს.

სხვა შემთხვევაში ქვეყანა უფრო გაღარიბდება და უფრო მეტი ადამიანი წავა ემიგრაციაში.“

Related Articles

Back to top button
Close