პოლიტიკა

,,ვაშინგტონიდან ქოცებს სერიოზული პენალი დაურტყეს”

,,პოლიტიკურად გახრწნილი რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება ან მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა'

დღეს ვაშინგტონიდან ქოცებს სერიოზული პენალი დაურტყეს, საქართველოს საკითხზე მართლაც ძალიან ძლიერი და საჭირო მოსმენა იყო.
მიშას მთავრობისთვის ასეთი მწვავე კრიტიკითა და შეფასებებით სავსე მოსმენა ტრაგედია იქნებოდა, რადგან ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.
ახლა კი პრობლემა ისაა, რომ აშშ (ჩვენს უძლიერეს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში) სენატში ამგვარი მძაფრი კრიტიკა, ქოცებს ნაკლებად აღელვებთ, რადგან მათ არც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბედი აღელვებთ და არც საქართველოს ეკონომიკის და ხალხის უმძიმესი გაჭივრებული მდგომარეობა.
მათ ფაქტიურად ერთადერთი ამოცანა, ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დარჩენა აქვთ.
თუმცა ნათელია, საერთაშორისო ასპარეზზე (როგორც ვაშინგტონიდან, ისე ბრუსელიდან) ეს ზეწოლა აუცილებლად გაიზრდება და თუ ამას საქართველოში გაზრდილი პროტესტი და ჩვენი პატრიოტული საზოგადოების პრინციპული პოზიცია წაუძღვება წინ, რაც გააძლიერებს მუხტს, ქოცების მორალურად და პოლიტიკურად გახრწნილი რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება და/ან მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
გიორგი ბარამიძე, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close