საზოგადოება

,,ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რაც ხდება, თქვენი უმოქმედობის ბრალია…”

პოზიცია: ქართული გზა არის დიპლომატიის გზა

„ქართული ერთობის დარბაზი“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“, საქართველოს მშვიდობის ფონდი, საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებულ სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი, მეცნიერთა კონგრესი – ერვნული თანხმობისთვის, ლევილიდან გამოხატავს განსაკუთრებულ პოზიციას დავით გარეჯისა და ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

„როგორც ჩანს, ჩვენ გამოცდილებამ ვერაფერი გვასწავლა! ხელწერა ერთი და იგივეა 1990-92 წლებიდან მოყოლებული, როცა ყველა პოლიტიკური პარტია პოპულიზმის გზას დაადგა –  აქტიურად  უმტკიცებდა ერთგულებას ხალხს და ქვეყანას და ნაცვლად იმისა, რომ მიზეზები გვეძია ქვეყნის შიგნით, ჩვენსავე ხელისუფლებებში, ავირჩიეთ არასწორი გზა  ჩვენს მეზობლებთან დაპირისპირებისა. შედეგად მივიღეთ უდიდესი პოლიტიკური რყევები,  დაკარგული ტერიტორიები…

ვიმეორებთ, ხელწერა ერთი და იგივეა! ეს არ არის ქართული გზა! ქართული გზა არის დიპლომატიის გზა, საკუთარი ხელისუფლების იძულების გზა, რომ არ იყოს უმოქმედო და დიპლომატიით იმოქმედოს ჩვენს მეგობრებთან, მეზობლებთან და ა.შ.

ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია სხვა ქვეყნების, მით უფრო მეგობარი და მეზობელი ქვეყნების საელჩოებთან იმ ქვეყნების მოსახლეობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული და გამაღიზიანებელი გამოსვლები და მიტინგები, რადგან ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან მოგვიბრუნდება!

ვიმეორებთ, ხელწერა არ იცვლება – გასული საუკუნი 90 – ანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურმა პოპულიზმმა გადაიყოლა ქართული სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა თავს გვენგრევა.

რას ვაპირებთ?

პირველი: ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რაც ხდება, თქვენი უმოქმედობის ბრალია

მეორე:  პრეზიდენტები და სხვა თანამდებობის პირები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რაც გამაღიზიანებელია ჩვენი მეზობლებისთვის და აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს.

მესამე: ლევილიდან დაბრუნებისთანავე, ჩვენი წარმომადგენლობითი დელეგაცია გაემგზავრება ბაქოში, სადაც ჩვენ გვყავს მეგობრები, ინტელიგენციაში, პოლიტიკოსებში, ხალხში და ვეცდებით მათთან შეხვედრების,  დიალოგის გზით მოვძებნოთ გამოსავალი.

ჩვენი კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ კატეგორიული წინააღდეგი ვართ ყოველგვარი დაპირისპირებისა და გამაღიზიანებელი ქმედებების თუ განცხადებებისა ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიმართ!“

პრეს-ცენტრი

26.05.2019წ

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close