საზოგადოება

,,ხალხი აქ მშიერი ხვდება შობას და ესენი, შავი ფულის გასათეთრებელ გზებს ეძებენ”

ხალხი აქ მშიერი ხვდება შობას და ესენი შავი ფულის გასათეთრებელ გზებს ეძებენ და ამაზონის ჯუნგლებიდან ახლა ავსტრალიას მიადგნენ. ავსტრალია მიხედავს თავს, ხოლო ჩვენი ხალხი მალე მიხედავს თქვენს რეჟიმს” _ ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ბერა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ ეძებს გზებს, რათა ამაზონის ჯუნგლებში მყოფებს დაეხმაროს. შეგახსენებთ, რომ ამაზონის ტყეებში ცეცხლი კვლავ მძვინვარებს.

„მე ვლოცულობ ავსტრალიისთვის, სადაც ახლა ცეცხლი მძვინვარებს. ვეძებ გზებს რითიც შევძლებ დავეხმარო იქ მყოფებს. მანამდე გთხოვთ, გავავრცელოთ ეს ინფორმაცია და გაიზიარეთ ეს პოსტი. ხანძარმა ავსტრალიაში დაწვა 12 მილიონი აკრი, რაც კალიფორნიის, ამაზონის და ციმბირის ხანძარების მასშტაბია გაერთიანებული. კლიმატის ცვლილება რეალური პრობლემაა“ – ბერა ივანიშვილი.

Related Articles

Back to top button
Close