საზოგადოება

ალენ დელონი არ მომკვდარა _ მსახიობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია 83 წლის ფრანგი მსახიობის ალენ დელონის გარდაცვალების შესახებ. ცნობილია, რომ მსახიობმა ახლახან უმძიმესი ინსულტი გადაიტანა და ექიმების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა მისი სიცოცხლის გადარჩენა. სავარაუდოდ, სწორედ მსახიობის ავადმყოფობამ შეუწყო ხელი მისი გარდაცვალების შესახებ  ხმების გავრცელებას.
საბედნიეროდ, მსახიობის ახლობლები, განსაკუთრებით მისი შვილი გამუდმებით ადევნებს თვალს მედიასიახლეებს. ანუშკამ უარყო ხმები მამის გარდაცვალების შესახებ. მისი თქმით, მსახიობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: progressnews.ge

Related Articles

Back to top button
Close