,,ჩვენ, დიდ დირექტორთან არგარიგებულები, დესტრუქციულებად და ქვეყნის მტრებად ვიწოდებით”
ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:
_ დესტრუქციულები და კონსტრუქციულები ქართულ ოპოზიციაში უძველესი თემაა და ქართულ პოლიტიკასა და ტერმინოლოგიაში ,,ღირსეული“ ადგილიც დაიკავა. თანამედროვე ქართულ-პოლიტიკურ ლექსიკონში ,,კონსტრუქციული“ ოპოზიცია ნიშნავს ხელისუფლებასთან გარიგებულ, უფრო კონკრეტულად ,, ჯიბის ოპოზიციას.” იმავე ლექსიკონის განმარტებით, ,,დესტრუქციული ოპოზიცია“ არის ის პარტია, რომელიც ამხელს და ნერვებს უშლის მუდმივად ხელისუფლებას. არსებული პრაქტიკით, ,,კონსტრუქციულები“, რომლებიც მაშველ რგოლს უგდებენ და შეფარულ-შეპარულად ,,აპრავებენ” მარჩენალს, ე.წ. ოპოზიციური ფლანგიდან და ,,დესტრიქციული“ ოპოზიციის ჩანაცვლებას და გადაფარვას ცდილობენ, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფალს ჰყავდა ჯიბეზე გამობმული და პულტით მართვაზე და პარლამენტშიც შეყავად საკუთარი დემოკრატიულობანას სათამაშოდ. სწორედ ეს მართული მარიონეტები იქცნენ ქვეყნის მთავარ პრობლემად და განვითარების დიდ ბერკეტად…. და ამაში შემჩნეულები, სხავდასხვა დროს და სხვადასხვა ფრონტზე, ჩვენ, დიდ დირექტორთან არგარიგებულები, დესტრუქციულებად და ქვეყნის მტრებად ვიწოდებოდით და ვიწოდებით, ხშირ შემთხვევაში ჯიბეზე მიბმულ, პულტის მართულ ,,კონსტრუქციულებისგან“. ასე იყო წინა ხანაში და იმის წინაშიც…
რამ გამახსენა? ვინ და რა დაგავიწყებს? მით უმეტეს, როცა შენი, როგორც ჟურნალისტის თვალწინ მიჰქრის ხალხის ზურგს უკან მიმდინარე, ფულის სუნით აყროლებული, ეს თვალთმაქცი თამაშები, რომელმაც გვარიანად შეაფერხა შენი ქვეყნის განვითარება… და მაინცდამანიც ახლა რატომ? ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის“ არ იყოს, გვარების და სახელების დასახელება ზედმეტად მიმაჩნია… მეფე ისედავ შიშველია მათთვის. ვისაც უნდა, რომ დაინახოს და გაიგონოს.