პოლიტიკა

ჩაანაცვლონ გაბელია სხვა კანდიდატურით თორემ,მერი აქ თბილისის მოვლენებს მიიღებს

გავრცელებული ინფორმაციით მერის მოადგილის თანამდებობაზე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის, ნუგზარ გაბელიას კანდიდატურაც განიხილება.

ინფორმაციას რომელიც დღეს გავრცელდა ,ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გამოეხმაურა. მერის თქმით, მისი მოადგილის პოზიციაზე განიხილება ყველა ღირსეული ადამიანი. მისივე განცხადებით ეს საკითხი. უახლოეს დღეებში განიხილება.

ნუგზარ გაბელიას სავარაუდო დანიშვნას, ზუგდიდის გამგეობის პრესამსახურის ყოფილი უფროსი, მაია ღურწკაია ეხმიანება. “ნუგზარ გაბელაია, რომლის კანდიდატურაც ამ წუთებში ზუგდიდის მერის მოადგილის პოზიციაზე განიხილება, 2013 წელს ქართული იცნების წინააღმდეგ პეტიცია და ხელმოწერები შეადგინა, მათ შორის ყალბი. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება კოალიციური სახით იყო წარმოდგენილი ხელისუფლებაში, მის ხელუსუფლებიდან გადადგომას ითხოვდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამრთლომ პეტიცია არ მიიღო. მისი ავტორები იყვნენ, ნუგზარ გაბელია, ლაშა ადეიშვილი(მერიის თანამშრომელი ამჟამად), იასონ შეროზია, თემურ ცანავა. აღნიშნული პირები ამჟამად გუბერნიის ადმინსტრაციაში თანამდებებს იკავებენ. ჩემი ინფორმაციით ისინი ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ გუბერნატორის მოადგილის, კობა ქანთარიას რეკომენდაციით დაასაქმა. მათ მიერ შედგენილი ხელმოწერები მოპოვებულ იქნა ჩემს მიერ და გადავამოწმე ცესკოს ამომრჩეველთა იდენთიფიცირების ველზე. ხელმომწერთა უმრავლესობა საერთოდ არ იძებნება ამომრჩეველთა სიაში. აქედან გამომდნარე უდავოა, რომ მონაცემები და ხელმოწერები ყალბი იყო. ასევე ხელს აწერდნენ აფხაზეთის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის მაცხოვრებლები. ამ წუთებში ჩვენი პრესტის და შეშფოთების მიზეზი, მისი ქართული ოცნების ახალ თანამდებობაზე დანიშვნაა. ეს არის 2012 წელს ჩვენი, ოცნებს მხარამჭერების კიცდევ ერთხელ აბუჩად აგდება და მერიის მხრიდან ზღვარს გადასვლა. მაშინ რდესაც 3 ინსტანცია სასამართლო პროცესი მაქვს მოებლი, მერია აღსრულებას აგვიანებს და ამახიჯებს კანონს, ამ ადამიანს კი ახალ თანამდებობაზე ნიშნავს ჩვენ მოუწოდებთ გადაიფიქრონ და ჩაანაცვლონ გაბელია სხვა კანდიდატურით თორემ, მერი აქ თბილისის მოვლენებს მიიღებს.ა განაცხადა მაია ღურწკაიამ “euronews”-სთან  საუბარში.

Related Articles

Back to top button
Close