მსოფლიო

,,შემოწმებისას პიროვნება თუ არალეგალი და/ან შავად მომუშავე აღმოჩნდება, მათი დაჯარიმებისა და დაკავების რისკები დიდია”

იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯუზეპე კონტეს 2020 წლის 22 მარტის ბრძანებულება-

კორონავირუსი,შავად მომუშავეების რისკები – ჯარიმა ან პატიმრობა!

ბრძანებულების მიხედვით, არ იქნება დაწესებული არანაირი შეზღუდვები უცხოელი მუშაკების, მზრუნველებისა და ძიძების შავად მუშაობაზე, რადგან მათი საქმიანობა საჭირო და აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის.

გადაადგილებისას არალეგალები იმყოფებიან დიდი რისკის ქვეშ. თუ ქუჩაში შემოწმებისას პიროვნება არალეგალი და/ან შავად მომუშავე აღმოჩნდება, მათი დაჯარიმებისა და დაკავების რისკები დიდია.
სისხლის სამართლის კოდექსის 650-ე მუხლის მიხედვით დაისჯებიან 3 თვემდე პატიმრობით ან 206 ევრომდე ფულადი ჯარიმით.

მთავრობის დადგენილებით შეზღუდვები დაწესებულია ყველასთვის,მაგრამ ამ ბრძანებულებით განსაკუთრებით რეგულირდება საშინაო მუშაკების,მზრუნველებისა და ძიძების გადაადგილებები.
წესი კი ასეთია – თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ სახლი,მხოლოდ სამსახურებრივი მიზეზების გამო,რომელიც უნდა იყოს გამყარებული არგუმენტებით.

შემოწმების დროს,ყალბი დეკლარაციის დემონსტრირების შემთხვევაში,სასჯელი უფრო მძიმდება.
ყალბი დეკლარაცია ექვემდებარება სისხლის სამართლის კოდექსის 483-ე და 495-ე მუხლებს და ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პრინციპში,ყალბი დეკლარაციის ჩვენება ნიშნავს საზოგადოებრივ ჯანმრთელიბაზე დემონსტრაციულ თავდასხმას და პირის დაუყოვნებლივ გადაყვანას საკარანტინო სივრცეში.ამასთანავე,ითვალისწინებს სასჯელს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოსთვის.

პირველი ეტაპის დეკრეტით ,,კურაირალია” რომელიც 25 მლრდ ევროს ხარჯვას ითვალისწინებს,არ შედის საშინაო მუშაკების დამსაქმებლების დაფინანსება,რამაც,შესაძლებელია გამოიწვიოს ასეთი მუშაკების დათხოვნები.ამიტომ,ჩვენ საბოლოო შემოსავლების ფონდიდან გამოვყოფთ 300 მლნ ევროს,რომელიც სწორედ ასეთი კატეგორიისთვის იქნება განკუთვნილი.

,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი” მიმართავს ყველა ემიგრანტს,რომ გაითვალისწინონ ახალი დეკრეტის პირობები.
გისურვებთ გამძლეობას მეგობრებო,გვიგულეთ თქვენს გვერდით.

Related Articles

Back to top button
Close