პოლიტიკა

,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების ჩამოწერის შესახებ”

,,24-25 მარტი, ბოლო ვადაა დენზე, წყალზე, დასუფთავებაზე მიმდინარე თვის დანახარჯის გადასახდელად.
კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების ჩამოწერის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილ, სახლში გამოკეტილ თანამოქალაქეს შეუწყდება სასიცოცხლო რესურსის მიწოდება.
ცნობისათვის: საგანგებო მდგომარეობის დროს ხელისუფლება უფლებამოსილია კერძო კომპანიები დაავალდებულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებების შესასრულებლად” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

Related Articles

Back to top button
Close