საზოგადოება

,,მსოფლიო გადაიტვირთა, ნიშანი მოგვცა… რაღაც სხვა, ჯერ გაურკვეველ ფაზაში შევდივართ”

,,სამაგიეროდ:
1. ომები და კვლა შეჩერდა
2. ბუნებამ ამოისუნთქა
3. მივხვდით, რომ ყველა ერთი თიხისგან ვართ მოზელილები და ჭირი არ გვახარისხებს
4. თავისუფლების ფასი გავიგეთ
5. მონატრება გავიხსენეთ
6. სიყვარული დავაფასეთ
7. სიფრთხილე და გაფრთხილება ვისწავლეთ
8. სიცოცხლე დავაფასეთ
9. მოთმინება ვისწავლეთ
10 გავიაზრეთ, რომ ეს ყველაფერი ამაოებაა და შეიძლება ერთ წუთში დასრულდეს.
მორალი: ყველაფერ ცუდში არის რაღაც კარგი.
…..
როგორც კი ეს ჟამიანობა დამთავრდება კი კვლავ ძველებურად გავაგრძელებთ, მაგრამ იქნებ მაინც გავაკეთოთ დასკვნები..
ბუნება გადავღალეთ, უზენაესის შექმნილის შეცვლა და მოსპობა მოვინდომეთ….. მსოფლიო გადაიტვირთა, ნიშანი მოგვცა….რაღაც სხვა, ჯერ გაურკვეველ ფაზაში შევდივართ. გაურკვევლობა კი ყოველთვის შფოთს და შიშს იწვევს…
ყველაფერი კარგად იქნება…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი.

Related Articles

Back to top button
Close