პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: დღეს კიდევ დაგვცილდა სოხუმი და ცხინვალი

ასე გამოეხმაურა სირიის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი – შალვა ნათელაშვილი:

_ ვისაც ახსოვს, ამ საფრთხეზე ბოლო წლებია ვაფრთხილებდი ხელისუფლებას. მათ არაფერი გააკეთეს. ყოველ შემთხვევაში, ირანის საშუალებით შეიძლებოდა, გავლენა მოგვეხდინა ასადზე. ეს არაა საქილიკო და სახუმარო. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, მაგრამ სირია დამოუკიდებელი, გაეროს, არაბთა ლიგის და მუსულმაურ გაერთიანებათა აქტიური წევრია და მისგან აფხაზეთ-ცხინვალის დე-იურე აღიარება, რაღაც მომენტში შეიძლება, მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს მინიმუმ ისლამური სამყაროსათვის. ჩათვალეთ, რომ დღეს კიდევ დაგვცილდა სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ არა უშავს, ახალ ოქროს საბადოს თხრის ბიძინა ტანძიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close