საზოგადოება

,,სოციალური ქსელით შეიძლება დაასკვნათ, რომ ჩემი ქმარი უცოლოა”

სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა ვქნათ, თუკი ქმრისთვის საინტერესოა ვირტუალურ სამყაროში ყოფნა და არა თქვენთან?

რა უნდა მას?
ანა: ჩემი ქმრის პირად გვერდზე არსად არ ჩანს, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავს, ჩვენ არ გვყავს საერთო მეგობრები, არასდროს არ დებს ჩვენს ერთობლივ ფოტოებს, არსად ახსენებს ოჯახს. სოციალური ქსელით შეიძლება დაასკვნათ, რომ ის უცოლოა.

ნინი: ჩემმა ქმარმა დამბლოკა და უარს ამბობს ჩემთან “მეგობრობაზე”. ის ამბობს, რომ ეს მისი პირადი სივრცეა და ის არ აშავებს არაფერს, უბრალოდ მას არ სურს თავისი პირადი ცხოვრების გამომზეურება. მთავარი კი არის ის, რომ მას არ სურ ავაკონტროლო”.

ნატალია: შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი თავიდან ბოლომდე ჩართულია ქსელურ ცხოვრებაში. ეცნობა გოგონებს, “უწონებს” მათ ფოტოებს, აქტიურად წერს ჩათში. ტექსტების შინაარსიდან გამომდინარე ეს არ არის უბრალო ფლირტი და მე ეს საშინლად არ მომწონს.

ელენე: ჩემი ქმარი ჩემს ყოფილ დაქალს ეკონტაქტება სოციალურ ქსელში. ისინი ხუმრობენ, ლაპარაკობენ ჩათში, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს. ურთიერთობენ თითქმის ყოველდღე. რა უნდა ჰქონდეთ ორ დაოჯახებულ ადამიანს ერთმანეთთან ამდენი სალაპარაკო

რარეალური რეალობა
ბოლო 10 წელია სოციალური ქსელი გახდა ფენომენი, რომელსაც სწავლობენ მკვლევარები. “ოდნოკლასნიკები”, ფეისბუქი და ინსტაგრამი არის ქსელები, რომლებიც ადამიანების ურთიერთობის ერთგვარი ფორმა გახდა. ჩვენ ვაქვეყნებთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს: შვებულებას,საოჯახო დღესასწაულებს, ბავშვების მიღწევებს, შეხვედრებს მეგობრებთან, ოფისში. ამით გვინდა, ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ ჩვენს შესახებ ყველაფერი. თუმცა არ ვფიქრობთ შესაძლო შედეგებზე.

წყარო:mshoblebi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close