საზოგადოება

შალვა თადუმაძე: ჩემს განათლებასთან დაკავშირებით კითხვები საიდან გაჩნდა, არ მესმის

მოსამართლეების საპარლამენტო მოსმენამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს მოქმედი პროკურორი, შალვა თადუმაძე სკანდალში გაეხვა. ბიძინა ივანიშვილის პირადი  ადვოკატი და პროკურორი შესაძლოა ყალბი დიპლომის მფლობელი აღმოჩნდეს.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შალვა თადუმაძის დიპლომი ურთიერთგამომრიცავ ინფორმაციას შეიცავს და საზოგადოებასა და მედიაში კითხვის ნიშნებს აჩენს.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ რამდენიმე წლის წინ პროკურორის დიპლომით დაინტერესდა, თუმცა თადუმაძის განათლება რაღაც დროის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო, ,,საერაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ პროკურორი 1993 წელს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა, მაშინ, როდესაც, თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაარსდა.

,, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში აღნიშნულია 1998 წელი, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. საეჭვოა ისიც, რომ ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე. არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ გენერალური პროკურორის დიპლომი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა“- აღნიშნა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგნელმა.

შალვა თადუმაძის განმარტებით, ის იმ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, რომელშიც ლეგალურად ფუნქციონირებდა და აღნიშნულ უნივრსიტეტში მიღებული განათლებით ქვეყანაში მცხოვრები ,, ორი მილიარდელის“ – ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის – ოჯახებს ემსახურებოდა.

2018 წელსაც განიხილებოდა შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი,  იმ დროისთვის თადუმაძის პასუხი  საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

,,ცოტა მიჭირს ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანაში რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი, ამ დიპლომით შევძელი, რომ ექვსი წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივაზე მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტში მოხვდა, ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი, ან პირადად ვიღებდი ამაში მონაწილეობას. ჩემს განათლებასთან დაკავშირებით კითხვები საიდან გაჩნდა არ მესმის, 1 წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ არსებობდა, რომ არ ვყოფილიყავი დასაქმებული, როგორც იურისტი“- განაცხადა 2018 წელს შალვა თადუმაძემ.

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close