საზოგადოება

წაღვერში ხანძარს 250 მეხანძრე და 300 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ებრძვის

დაბა წაღვერში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესს სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ადგილზე ხელმძღვანელობს.

რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ცეცხლის ქრობის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ, რათა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოხდეს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები. საჰაერო ტექნიკამ დღის განმავლობაში 104 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 215 ტონა წყალი დაასხა.

ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს. მიუვალ ადგილებში, სხვადასხვა მიმართულებით, მძიმე ტექნიკის დახმარებით 6 კილომეტრამდე გზა გაიჭრა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო
ტექნიკა.

ბორჯომის ხეობაში უკვე შემოფრინდა აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში ხვალ, დილიდან ჩაერთვება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close