საზოგადოება

გიორგი ტურაზაშვილს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ადვოკატის ღირსების ორდენი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადება:
,,ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, გიორგი ტურაზაშვილის გარდაცვალება ტრაგიკულია თითოეული ჩვენგანისთვის და დიდი დანაკლისი იურიდიული პროფესიისთვის…
გიორგი ტურაზაშვილს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ქართული იურიდიული პროფესიის განვითარებაში. ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი. გასულ წელს კი საარჩევნო საერთო კრებამ მეორე ვადით აირჩია აღმასრულებელი საბჭოს წევრად.
24 დეკემბრის საერთო კრების გადაწყვეტილებით გიორგი ტურაზაშვილს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ადვოკატის ღირსების ორდენი”.
euronews.ge მწუხარებას გამოხატავს ადვოკატ გიორგი ტურაზაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, აგრეთვე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close