პოლიტიკა

ქართული ჯარის ქვედანაყოფები ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში ბრუნდებიან

,,საქართველომ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება..."

“ავღანეთიდან ჯარების გამოყვანით დასრულდება ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი 20 -წლიანი ომი, რომელშიც საქართველო 2004 წლიდან მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ჩვენი ქვეყნის 22 175 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთის სხვადასხვა მისიის ფარგლებში მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციებში. მათ შორის 32 მებრძოლი გმირულად დაეცა და 302 დაიჭრა ბრძოლის ველზე.

საქართველომ ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში მხარდაჭერა აღმოუჩინა საერთაშორის თანამეგობრობას არა მხოლოდ თეორიულად, ასევე პრაქტიკულად. ჩვენს სამხედროებს უწევდათ ავღანეთის ყველაზე რთულ რეგიონებში, ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულება. მთელი ომის განმავლობაში ჩვენი ბიჭები მოქმედებდნენ ჰელმანდის, ბალჰის, ფარვანის პროვინციებში და ქალაქ ქაბულში. ჩვენი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი აღიარებულია პარტნიორების მიერ სწორედ ამიტომ მტკიცე მხარდაჭერის მისიის სარდლობა საკუთარ უსაფრთხოებას ქართველ ჯარისკაცებს ანდობდა. საქართველომ პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება და პარტნიორებთან შეთანხმებით დაიწყო თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოყვანის პროცესი. დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა და დანარჩენი ქვედანაყოფებიც ეტაპობრივად დაბრუნდებიან თავიანთი დისლოკაციის ადგილებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close