პოლიტიკა

“საქართველოს სუვერენული უფლებაა ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან “

საქართველოს სუვერენული უფლებაა ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და აღნიშნულით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

იან კელი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დარეგულირებამდე, უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობების ნორმალიზება და ბორდერიზაციის პრობლემის აღმოფხვრა.

„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას, მე ვიტყოდი, რომ ამისთვის უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, ჯერ აღმოიფხვრას ბორდერიზაციის პრობლემა და ასევე პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.

ასევე აღვნიშნავდი, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა თუ რა ურთიერთობა ექნება სხვა ქვეყნებთან, როგორ სტრუქტურებში მიიღებს ის მონაწილეობას, მაგრამ უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება და შემდეგ უკვე სხვა დონეზე გადასვლა“, – განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საჭიროა დიალოგი და ერთმანეთთან საუბარი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close