პოლიტიკა

,,ქართული ოცნება”ღიად უპირისპირდება ამერიკულ ორგანიზაციებს, ახდენს კონგრესმენებისა და სენატორების დისკრედიტაციას…”

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის განცხადება

IRI-ის და NDI- ის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და ასევე, მის მიერ მართული ოპოზიციური პარტიის მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა. “ქართული ოცნება”, თავის ტელევიზიებთან ერთად ღიად ატარებს რუსეთის ინტერესებს საქართველოში, უპირისპირდება ამერიკულ ორგანიზაციებს, ზიანს აყენებს ამერიკულ ბიზნესს საქართველოში, ახდენს ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების დისკრედიტაციას, ავრცელებს დეზინფორმაციებსა და აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს, აღნიშნული უკვე Facebook-მაც დაადასტურა.

ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია საქართველოში ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, როგორიცაა საერთაშორისო რესპუბლიკური და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, ისინი ხელს უწყობენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას,
ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, აქტიურად ზრუნავენ ქალთა ჩართულობაზე. თანამშრომლობენ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებთან, იკვლევენ საზოგადოების განწყობებს, USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებენ ჩვენი ქვეყნისთვის უამრავ სასიკეთო პროექტებს და ყველაზე რთულ მომენტშიც კი გვერდში გვიდგანან.

ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ასეთი მხარდაჭერისათვის და ვგმობთ ხელისუფლების მხრიდან ყველანაირ უსაფუძვლო თავდასხმებს მათი მისამართით.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო – IRI Georgia
NDI Georgia
US Embassy Tbilisi, Georgia

Related Articles

Back to top button
Close