საზოგადოება

რომან რურუა: “მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში” (ფოტორეპორტაჟი)

რომან რურუას წიგნის, “მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი პრეზენტაციაზე, მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა წარადგინეს და “იმედის წიგნი” უწოდეს.

თითოეულმა ადამიანმა, იცის თუ ვინ არის რომან რურუა, თუმცა გაგაცნობთ მოკლე ბიოგრაფიას დიდ ადამაინზე.

დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს.

1959 – 1972წწ. ბერძნულ-რომაულჭიდაობაში ორ წონით კატეგორიას (62-70 კგ) გამოდიოდა. ამ წონით კატეგორიებში დღემდე ერთადერთი მოჭიდავეა მსოფლიოში, რომელიც არც ერთ უცხოელ მოწინააღმდეგესთან არ დამარცხებულა.

1964 წ. – ტოკიო (იაპონია) – ოლიმპიური თამაშები – ვერცხლი (დაუმარცხებლად)

1966 წ. – ტოლიდო (აშშ) – მსოფლიო ჩემპიონი

1967 წ. – ბუქარესტი (რუმინეთი) – მსოფლიო ჩემპიონი

1968 წ. – მეხიკო (მექსიკა) – ოლიმპიური ჩემპიონი

1969 წ. – მარ-დელ-პლატა (არგენტინა) – მსოფლიო ჩემპიონი

1970 წ. – ედმონტონი (კანადა) – მსოფლიო ჩემპიონი

1963-64-65-67-70-71წწ. სსრკ ჩემპიონი, მათ შორის

1963-67-71წწ. – სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი

1999-2003 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი

2014წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით, ცნობილ მოღვაწეებთან, მერაბ ბერძენიშვილთან, რეზო ჩხეიძესთან, ანზორ ერქომაიშვილთან, გიგა ბათიაშვილთან, გივი თოიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, არნოლდ გეგეჭკორთან, ომარ მხეიძესთან, თემურ გუგუშვილთან, რამაზ ყურაშვილთან ერთად დააფუძნა „ქართული ერთობის დარბაზი” და ხელი მოაწერა მოქმედების მანიფესტს „ერთი სამშობლო, ერთიანიერი, გაერთიანებული სახელმწიფო”.

გთავაზობთ საქართველოს ნამდვილას დასაფასებელი და მოაზროვნე ადამიანების წერილს:

„მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში”

გასული წლის 12 აგვისტოს, დიდგორობას, გამოქვეყნებული რომან რურუას ეს წერილი, მართლაც, პროგრამულია. ჩვენ, მისი მეგობრები, ვამაყობთ ამ ნააზრევით.

დიდმა მამულიშვილმა მერაბ ბერძენიშვილმა, როცა ის წაიკითხა, აღტაცებულმა თქვა: „ვიცოდი, რომ ლეგენდარული მოჭიდავე იყო, მაგრამ ეს წერილი ადასტურებს, რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ილია ჭავჭავაძის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, სახელმწიფო კაცია, მოღვაწეა~.

რომან რურუა მართლაც საქვეყნო კაცია, საამაყო. მასთან მეგობრობა პატივია, სასიამოვნოა და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა.

ჩვენ სწორედ ქვეყნისადმი პასუხისმგებლობით მოვაწერეთ ხელი დიდი მამულიშვილის, რეზო ჩხეიძის სახლში „მოქმედების მანიფესტს~ – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო” _სამეცნიერო წრეებში მას ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული პროგრამული დოკუმენტი რომ უწოდეს.

რომან რურუამ „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის გელათის, თბილისის, ბათუმისა და გორის სესიებს წარუდგინა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დათათბირებული და მისგან ლოცვა-კურთხევა მიღებული, ჩვენი საერთო გადაწყვეტილება შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნისა და ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევის თაობაზე.

ჩვენს გასაკუთრებულ გაკვირვებას იწვევდა და იწვევს ბატონი რომანის მსჯელობის მრავალმხრივობა და სიღრმე. კონკრეტული პრობლემების განხილვისას ის, მართლაც, ოსტატურად აჯერებს ერთმანეთში-ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან, ისტორიულ გამოცდილებასთან, დიდი ფილოსოფოსებისა და მოაზროვნეების შეხედულებებთან.

თავზარდამცემი იყო ქართული ბაზრის ანალიზი, რომელიც ასე დაამთავრა: `მსოფლიო ბაზარზე გვინდა გასვლა და საკუთარ ქვეყანაში დავკარგეთ ბაზარი…

ქვეყანა წალეკა უცხოურმა ულიცენზიო პროდუქციამ… საქართველო ვაქციეთ იმპორტის ბაზრად, ჩვენ კი ნედლეული გაგვაქვს, ანუ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქციით და ქვეყნის გარეთ გატანილი ნედლეულით, სამუშაო ადგილებს ვქმნით უცხოეთში, საკუთარი ხალხი კი უმუშევრობისთვის გავწირეთ, სამუშაო ადგილები ჯართად ვაქციეთ, ვანადგურებთ ლარს… დენის, გაზის და წყლის დღევანდელი ფასებითაც კი ვკლავთ საკუთარ ეკონომიკას, უარესი – გაძვირებას აპირებენ.

ბატონი რომანი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მართვის პრობლემებთან აკავშირებს და სწორადაც, უკომპრომისო კაცია, გაბედული და ნოვატორული აზროვნებით, მაგრამ რადიკალიზმის, ურაპატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგი. ეს ჩვენს საერთო პოზიციად ჩამოყალიბდა. ამის დასტურად ორი გადაწყვეტილება გვინდა მოვიტანოთ:

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას და პოლიტიკური სიძულვილით სავსე, პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ ქვეყანაში საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მივიჩნევთ და ამასვე ვუსურვებდით ქვეყნის ხელისუფლებას, ოპოზიციას, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია _ მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.

ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს _ ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ქართული არასდროს ნიშნავდა კარჩაკეტილობას, იგი ყოველთვის ნაზიარები იყო ზოგად კაცობრიულთან. ყალბი და არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა… გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არაპატრონები. დროა დავიხსნათ საქართველო გარედან მართვისაგან!
ეს ვართ ჩვენ, ასეთია „ქართული ერთობის დარბაზის“ განწყობა, იმ დარბაზის, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია ბატონი რომან რურუა _ ქართული სულის მოღვაწე კაცი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის, `განწყობის თეორიის~ ფუძემდებლის დიმიტრი უზნაძის გამოთქმა: `გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ.~

თუ ამას გავიცნობიერებთ, ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში, _ თვლის კაცობის გზით მავალი რომან რურუა.

მკითხველს მინდა, რომან რურუას მეორე მხარე დავანახო, ადამინმა სანაგვე აქცია წალკოტად.ადგილზე, რომელიც კიდევ ერთხელ გარწმუნებს, თუ მოინდომებ, ზოგჯერ შეუძლებელსაც კი შეძლებ, მთავარია შრომა და გარჯა არ ითაკილო.

ეს წიგნი, რომან რურუას ნაკლებად, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, დღევანდელ საქართველოს, შთამომავლობას, მომავლის საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება.

მისი გამოცემის იდეა „ქართული ერთობის დარბაზის”, სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შეხვედრებზე დაიბადა, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის, „ეროვნული თანხმობისათვის” კონგრესის სესიაზე განვითარდა და გადაწყდა კიდეც.

ლანძღვა-გინებით სავსე, პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ და დაპირისპირებულ საქართველოს, დეპრესიაში მყოფ ხალხს _ იმედგაცრუებულს, სასოწარკვეთილს, ხელებჩამოშვებულს, იმედიანი მაგალითები სჭირდება, სწორედ ამ იმედით არის სავსე ეს წიგნი.

აი, რას ამბობენ წიგნზე პაატა გიორგაძე, ესტატე გოგლიჩიძე, რამაზ ლომინაძე, ირაკლი მაჭავარიანი, ალექსანდრე ოჩიგავა, ნონა ღამბაშიძე და თეიმურაზ შაშიაშვილი:

-„ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადებამ, ხალხში გასვლამ, ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრებმა უცხოეთში, უამრავი შემართული ადამიანი დაგვანახა და გაგვაცნო.

გაჩნდა კითხვაც და დასკვნაც: როგორ შეიძლება ამ ინტელექტუალური, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების ქვეყანაში-ღვთით ბოძებულში, ასე ვცხოვრობდეთ?

რა არის საჭირო?

ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართება, ქვეყნის მართვის სისტემის შექმნა, მოაზროვნის ოფლი.

რომან რურუას მაგალითზე ყველაფერი რელიეფურად ჩანს. ეს წიგნიც ამას ადასტურებს.

ნიჭმა და ნებისყოფამ სამეგრელოს მხარის, მარტვილის რაიონის ერთი პატარა სოფელ მუხურჩაში დაბადებული ბიჭი, მსოფლიო საკუთრებად აქცია _ ლეგენდარული სპორტსმენი, ბრწყინვალე მეურნე, ღრმად მოაზროვნე, ქართული ცნობიერების ზოგადკაცობრიული იდეალებით დატვირთული კაცი… ტრადიციების პატივისმცემელი და სიყვარულით სავსე ოჯახის შემქმნელი.

სწორედ მოაზროვნე რომან რურუას ოფლის, მისი ნიჭისა და ნებისყოფის შედეგია, რომ, როცა თითქმის მთელი სსქართველო ქალაქისკენ დაიძრა, ის ქალაქიდან სოფელში გადასახლდა მთელი ოჯახით… მცხეთის რაიონის ღართისკარისხევი, კლდე-ყორე, პრაქტიკულად, უკაცრიელი ადგილი წალკოტად აქცია.

ქვეყანაც კი, შორსაა ისეთი ავტონომიურობისაგან, თვითკმარი ეკონომიკისაგან, რომლის შექმნა მან შეძლო ამ ჰექტარ მიწაზე, მის ეზო-გარემოსა და კარ-მიდამოში.

…ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული, ყველა სახეობის შინაური ფრინველი და საქონელი… 30 წელზე მეტი ქარის ენერგიით ცხოვრება, მიწისქვეშა 90 ტონიანი წყალსაცავი _ ერთი წლის მარაგით, თანამედროვე თავშესაფარი მიმდებარე მოსახლეობისათვის… მარანი, თონე, სამეურნეო სახლი ყველა სახის იარაღ-მოწყობილობით… მოვლილ-დავარცხნილი ეზო… ბრწყინვალე ბიბლიოთეკა… სასუქს არ იყენებს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს არ სცნობს… ყველაფერი ნატურალური უყვარს: ბუნებაც, ადამიანიც, საკვებიც… ღია კაცია, ქართველი მილიონერებივით, ფულს არ ხარჯავს ხალხისგან დასამალი კედელ-გალავნების მშენებლობაში, ღობეც კი გამჭვირვალე აქვს.

მთავარი და უპირველესი _ ყველაფერი საკუთარი ხელით, გარჯით აქვს შექმნილი. მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვანის პორტსმენი, შრომას მზის ამოსვლამდე იწყებს. ხნავს, თესავს, თოხნის, ბარავს, წველის, კრეფს, ამყნობს, რწყავს, აკრავს… ვაჟას მინდიასავით, ჯერ მიწას, ბუნებას, ფრინველსა და ცხოველს ესაუბრება, მერე შვილიშვილებსა და ოჯახს ეფერება, მერე წიგნებს უღრმავდება, განსაკუთრებით ფილოსოფიურს. ამის შემდეგ იწყება მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა. უამრავი მიწვევა აქვს. ყველგან ასწრებს. ბევრს მოგზაურობს. საკუთარ მხარეს, რაიონს, სოფელს, ნაცნობ-მეგობრებს არ ივიწყებს. ყველა შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება. უკომპრომისოა შეფასებებში. ამის გამო, მოუწესრიგებელს უჭირს მასთან ურთიერთობა… სხვისი გახარების უნარი, ნამდვილად მოჭარბებულად აქვს. ამაშიც გამორჩეულია.

ხალხში გასული კაცია, უკომპლექსო, კომუნიკაბელური. ვერიტანს მტირალსა და მოწუწუნეს, ქუჩის პოლიტიკოსებს… მიაჩნია, რომ ქუჩის პოლიტიკა ცრემლით და სისხლითაა სავსე.

ნახეთ ეს წიგნი; ყოველ სურათში ძალაა, იმედია… ნახეთ, როგორ აზროვნებს რომან რურუა, როგორი სტატიები და ინტერვიუები გამოაქვეყნა. როგორი სატელევიზიო გამოსვლები აქვს (ტელევიზიებში ნაკლებად იწვევენ)…რაღაცაში შეიძლება არ დაეთანხმო, ეკამათო, მაგრამ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი რომ გელაპარაკება, კაცი, რომლის სახელთანაც მხოლოდ გამარჯვებაა – ესეც ფაქტია. რომელი ლექსები უყვარს, აქაც კი იკითხება, როგორი კაცია.

`რამ შემქმნა ასეთად? ხალხის და საზოგადოების სიყვარულმა,~ – თვლის ბატონი რომანი.

რომან რურუას წალკოტი, ეს არის მოაზროვნის ოფლით შექმნილი წალკოტია. ამის შექმნა და გაკეთება შეგვიძლია თითოეულს, თუ ვაზროვნებთ, ხელები გვაქვს დაკაპიწებული, არ ვტირით, არ ვწუწუნებთ და შეგვიძლია ოფლის დაღვრა… და კიდევ ერთი და განსაკუთრებული, თუ მთავრობა ბანკებს არ დაასვამს თავზე ხალხს და ქვეყანას… თუ ვერ დაეხმარება საქმიან კაცს, ხელს მაინც თუ არ შეუშლის.

ჩვენ ამ წიგნს – „იმედის წიგნს” ვუწოდებთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close