საინტერესო

ქართველი ქალები, რომელთა გამოც მეფეები და თავადები ერთმანეთს ხოცავდნენ

,,არც პირველი იყო ელენე და არც კიდევ უკანასკნელი..."

არც პირველი იყო ტროელი ელენე და არც უკანასკნელი, რომლის გამოც მეფეები თუ თავადები ერთმანეთს ხოცავდნენ, საქართველოშიც გვყავდნენ ქალბატონები, რომლის გამოც დიდი სისხლი იღვრებოდა. ალბათ პირველი თამარ დედოფალი გახსენდებათ, რომელმაც იმ გარყვნილ მეთექვსმეტე საუკუნეში ბევრის გული მოიგო და რომლის გამოც იმერეთის მეფე-მთავრებმა ერთმანეთის სისხლი უხვად ანთხიეს.
დღეს ვისაუბრებთ ერთ ქალბატონზე რომელიც ცოლად ჰყავდა არაგვის ერისთავს, ბაადურს (ბაინდურ). არაგვის ერისთავი ცნობილი ნუგზარ ერისთავის ძე იყო , მას ცოლად ჰყავდა, ჯერ ქართლის მეფე გიორგი X-ის ასული ხორეშანი, რომელთანაც ჰყავდა ვაჟი რადამი, მას შემდეგ კი, რაც ხორეშანი კახეთის მეფე თეიმურაზ I-ის ცოლი გახდა, ცოლად შეირთო ქართლის მეფე დავით XI-ის (დაუთ-ხანი) ასული, რომელთანაც ჰყავდა ვაჟები ქაიხოსრო, ლუარსაბ და გიორგი.
ბაადური არაგვის ერისთავი გახდა 1618 წელს, ნუგზარი არაგვის ერისთავის სიკვდილის შემდეგ, როგორც უფროსი ვაჟი. ბაადურს არ ემორჩილებოდა მომდევნო ძმა ზურაბი, რომელიც სეფიანთა ირანში გაემგზავრა, შაჰ აბას I-ისაგან დახმარება მიიღო, არაგვის ხეობაში დაბრუნდა, ბაადური დაამარცხა და განდევნა, არაგვის ერისთავობა კი თავად დაიკავა. ბაადურ არაგვის ერისთავი იმერეთის სამეფოში, საჩინოში გადასახლდა, სადაც, დაახლოებით 1621-1624 წლებში, ცოლის საყვარელმა, თავადმა საზვერელ ჩიჯავაძემ მოკლა.
ბაადურის ქვრივი კი საზვერელა ჩიჟავაძემ თავად შეირთო ცოლად, ბაადურის მოკვლის შემდგომ. სისხლის ყოველთვის სისხლია და მიუხედავად ძმებს შორის დაპირისპირებისა, ზურაბ არაგვის ერისთავი არავის აპატიებდა ძმის ვერაგულად მოკვლას და ოჯახის შეურაცხყოფას, სწორედ ამიტომ ზურაბმა ძმის სისხლი არ შეარჩინა საზვერელ ჩიჯავაძეს: წამოვიდა არაგვის ერისთავი „ფერსათის მთით“, მოულოდნელად თავს დაესხა საზვერელს საჩინოში, მოკლა იგი და ასე გადაუხადა სამაგიერო მას.
ფბ გვერდი ,,მატიანე”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close