საზოგადოება

იუდა წითური იყო?

რწმენა_ წარმოდგენები წითურთმიანებზე

გადმოცემის თანახმად, როგორი რწმენა-წარმოდგენები ჰქონდათ წითურებზე:
ძველი ბერძნები ფიქრობდნენ, რომ წითური ადამიანები სიკვდილის შემდეგ ვამპირებად გარდაისახებიან.
ეგვიპტელები წითურებს, ცოცხლად მარხავდნენ და ღმერთ ოსირისს სწირავდნენ. ასევე მიიჩნევდნენ, რომ წითელი თმა უიღბლობის მომასწავებელი იყო. რომაელებთან კი პირიქით, წითურებს იღბლის მომტანებად თვლიდნენ და წითური მონა ძვირად ფასობდა.
კელტებში წითური მამაკაცები უშიშარ და მამაც სულთან იგივდებოდნენ.
მე-16 საუკუნეში წითური ქალები ჯადოქრებად ითვლებოდნენ, მაგრამ თუ დააკვირდებით ინკვიზიტორების მიერ შედგენილ აღწერილობებს ჯადოქრებზე ნადირობის დროს, აღმოაჩენთ რომ მხოლოდ წითურები და მხოლოდ ქალები არ იყვნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი.
აზრი იმის შესახებ, რომ იუდა წითური იყო, ფართოდ გავრცელდა კოლექტიურ წარმოსახვაში. წითური თმებით წარმოედგინათ ლილიტიც. ლიტერატურაში ხშირად გამოსახავდნენ მეძავ ქალებს წითურებად. ასევე წითური თმებით აღწერდნენ მარია მაგდალინელსაც…
და ბოლოს: პეტრე I-მა, აკრძალა წითურთმიანებისთვის მაღალი თანამდებობის მოვალეობის მინიჭება და სასამართლოში მოწმედ გამოყენება.
წყარო: ფბ ჯგუფი მითოლოგია, ნანა სარიშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close