საინტერესო

,,იყო ნამდვილი ადვოკატი, ეს არის გმირობა…” – ზაზა ხატიაშვილის მილოცვა კოლეგებს

ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ცნობილმა უფლებადამცველმა, ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატებს პროფესიული დღე ასე მიულოცა:

,,ჩემო ძვირფასო, ღირსეულო და საამაყო კოლეგებო!
პატივცემულო ადვოკატებო! გილოცავთ პროფესიულ დღეს.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია , ვინაიდან ქართული ადვოკატურა 100 წლისაა. უამრავ უსამართლობას გაუძლო ადვოკატთა კორპუსმა, ათობით ჩვენი კოლეგა შეეწირა ბრძოლას სამართლიანობისთვის, დაახლოებით 140 უდანაშაულო ადვოკატი იხდიდა სასჯელს პროფესიის ღირსების დაცვისთვის, მაგრამ ჩვენი კორპუსი ვერ გაანადგურეს, ვერ შეაშინეს, ვერ დააჩოქეს. იყო ნამდვილი ადვოკატი, ეს არის გმირობა! ეს არის ყველაზე ღირსეული და ადამიანური პროფესია რომელიც იცავს სხვის უფლებებს. კოლეგებო! უფალი ჰფარავდეს ჩვენს პროფესიას! კოლეგებო! გილოცავთ ! გისურვებთ უდიდეს წარმატებებს! გისურვებთ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებას!
დიდი სიყვარულით და პატივისცემით ზაზა ხატიაშვილი

Related Articles

Back to top button
Close