საზოგადოება

აჭარიდან საპროტესტო აქციაზე ჩამოსულ მხარდამჭერებს პოლიცია გადაადგილების საშუალებას არ აძლევს

,,საშვის გაცემაზე პასუხისმგებელი სამსახური მათზე არ უშვებს საშვს და ღამის გათენება უწევთ მანქანაში"

აჭარიდან, საპროტესტო აქციაზე, თბილისში, თვითორგანიზებით ჩამოსულ მხარდამჭერებს, ე. წ. კომენდანტის საათმა (ავტომანქანის დაზიანების გამო) გზაში მოუსწროთ. საშვის გაცემაზე პასუხისმგებელი სამსახური მათზე არ უშვებს საშვს, ანუ არ აძლევს გადაადგილების საშუალებას, გაიგეს რა, აქციაში მათი მონაწილეობის შესახებ. ამ დროისათვის, ვითარება იმის მიმანიშნებელია, რომ მგზავრებს ამ ყინვაში, ყოველგვარი შესაფუთის გარეშე, ღამის გათენება უწევთ ავტომანქანაში.
ხელისუფლება, რომელსაც, ქვეყანაში, ვაქცინა ვერ შემოუტანია, რასაც არც მომავალში უჩანს პირი, ამგვარი რეგულაციებით, ვითომ იცავს ჩვენს მოქალაქეებს კოვიდ19-საგან.
თბილისში ვარ, სახლის აივანზე ვდგავარ, 22 საათი და 50 წუთია, ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე ავტომობილების ნაკადია…
ხელისუფლებავ, შეგირცხვათ ნამუსი და რეგულაციები!… თქვენ კი ჩემო აჭარლებო, არც მე დავიძინებ, ოჯახებში თქვენს მშვიდობით მისვლამდე და რადგან მომეტებული სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული ადამიანები ხართ, დარწმუნებული ვარ, გარიჟრაჟამდე გეყოფათ ეს სითბო და სიყვარული, მერე კი, მშვიდობიან გზას გისურვებთ……… სამშობლოსათვის, ისევ, უკან, დასაბრუნებლად!
მედეა ვასაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close