საზოგადოება

,,ივანიშვილსაც ელის სანქცია, დრომაც გიჟებად გადაგვაქცია”

როცა სიმართლეს ამბობს მრავალი, აი, სადაა გამოსავალი

კოტე ყუბანეიშვილმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ლექსი უძღვნა:

აქ, ჩვენი სისხლი ვინც დააქცია,

მათ წინააღმდეგ არის აქცია.

ივანიშვილსაც ელის სანქცია,

დრომაც გიჟებად გადაგვაქცია.

ცივი წყლის ჭავლით რომ გაგვაგრილოს,

პანდემიისას, უნდა გავრილოვს.

სასამართლო კი ულმობელია

და დაიჭირეს ნიკა მელია.

ჩვენ იმ კარვებში ალბათ ვეგდებით,

პოლიციისგან ნაგვემ გვერდებით,

სანამ რიცხვითაც არ გავბევრდებით

და ამ ჯალათებს არ დავნებდებით.

რადგან არ მივცემთ არვის უფლებას,

შეეხოს, ერის თავისუფლებას.

როცა სიმართლეს ამბობს მრავალი,

აი, სადაა გამოსავალი.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close