საზოგადოება

,,ნარკოტიკებმა დახოცა ის თაობა, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა ააშენოს” _ სიკვდილით სავსე საქართველო!

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია:

_ ზოგიერთი პრეზერვატივზე მეფეების ხატვით არის დაკავებული, ზოგიც ორ თითზე ჩამოცმული პრეზერვატივით აპროტესტებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ზოგი არაბებისა და თურქების გაყრის მოთხოვნით აწყობს აქციებს, ზოგი ჭარბწონიანების რეგულაციებს წერს, პრეზიდენტი პარლამენტიდან გარბის, გზებზე ხეები დადიან, ზოგი მოედნის სახელის გადარქმევით არის დაკავებული, ზოგი შშმ ბავშვების დასასვენებელ ფულს იპარავს, ზოგი ტაქსების რეგულაციით არის დაკავებული, ზოგი მარიხუანის ლეგალიზაციას ითხოვს, ზოგი შავი ჯიპიდან თეთრზე გადაჯდა, ზოგიერთი ქართველი პარლამენტარი რუსეთის “დუმაშია”, მღვდელი კი შტატებში, ზოგი გარაჟის მაგივრად სკვერის მოწყობას გვპირდება, ზოგი ტურისტების რაოდენობის ზრდით ამაყობს…
ამასაბოში კი ნარკოტიკებმა დახოცა ის თაობა, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა ააშენოს! სიკვდილით სავსე ქვეყანა!
P.s ქალაქგარეთ: გუშინ ქედაში მომხდარ ავტოკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close