საზოგადოება

ერეკლე შონია: წინასაარჩევნოდ უცხოპლანეტელები აქტიურდებიან

უფოლოგი ერეკლე შონია აცხადებს, რომ უცხო ცივილიზაციის წამომადგებლები ,,საცხოვრებლად“ ირჩევდნენ მიტოვებულ სახლებს და აკვირდებიან ავადმყოფ და პრობლემების მქონე ადამიანებს. მათ იზიდავთ ადგილები,  სადაც განსაკუთრებით დაძაბული გარემოა.

,,მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები მიტოვებულ სახლებს იმიტომ ირჩევენ, რომ ადამიანების ყურადღება ნაკლებად მიიპყრონ.  ,,სტუმრები“ გრძნობენ სოციუმისა და კონკრეტული ადამიანების  აგზნებას და ამიტომ აკვირდებიან მათ.

ერთ-ერთი კონტაქტორის მეშვეობით უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, რაში მდგომარეობდა 2016  წელს მათი გააქტიურება და პასუხად მივიღეთ,  გაიხსენეთ, რა ხდებოდა იმ წელსო. 2016 წელს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და ქვემო ქართლის ზონაში იყო დაძაბული  მდგომარეობა. ადამიანების ემოცია, აგზნება, როგორც ჩანს, გადაინაცვლებს გარემოში, აისახება დედამიწაზე, კოსმოსზე და  სხვადასხვა სამყაროში მცხოვრებ არსებებსაც უჩნდებათ ინტერესი. ანუ ასეთი შემთხვევებით ზემოთ, ქვემოთ და პარალელური სამყაროებში მცხოვრები მეზობლების ყურადღებას ვიპყრობთ. ამიტომაც ხდება მათი აქტივიზაცია. ხშირად აინტერესებთ, ასეთ ემოციურ ძვრებს ხომ არ მოჰყვება ნგრევა?

მოგეხსენებათ, დედამიწა არის ცოცხალი ორგანიზმი, ის გრძნობს ადამიანის ზემოქმედებას მასზე და ადრე თუ გვიან, შესაბამის პასუხსაც იძლევა _ კატასტროფებით, მიწისძვრებით, ხანძრებით, წარღვნებით და  ა.შ.

ჩვენთან მოდიან  სხვადასხვა ძალისა და ინტერესების მქონდე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები. მათგან ზოგი მცველია, ზოგი მასწავლებელი… არსებობენ უცხო ცივილიზაციები, რომელთაც უნდათ დედამიწაზე ცხოვრება და დამკვიდრება. ზოგიც წლების განმავლობაში თანამშრომლობს ჩვენთან_  გვასწავლის, გვარიგებს, კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსავალს გვთავაზობს და ა.შ.

მას შემდეგ, რაც ადამიანმა დაიწყო ეკოლოგიის განადგურება, მაღალცივილიზებული სამყაროები ცდილობენ,  რომ  ბუნება და ადამიანი დაიცვან თავად ადამიანისგან, რათა მან არ მოახდინოს იმ ,,დიდი სახლი“-ს ნგრევა, რომელსაც დედამიწა ჰქვია. ეშინიათ ჯაჭვური რეაქციის. ფიქრობენ, რომ ჩვენი სახლის ნგრევამ შეიძლება,  დაანგრიოს მათი სახლიც. ამიტომ, ჩვენ გამოსაფხიზლებლად,  ზოგჯერ იყენებენ დასჯის მეთოდებსაც.  დასჯა, ფაქტიურად არის ერთგვარი შეხსენება, რათა ადამიანები მივხვდეთ, რომ ჩვენი ქცევები, ქმედებები უნდა შევცვალოთ. ამით იმასაც გვეუბნებიან, დედამიწა მარტო თქვენ არ გეკუთვნით, თქვენ ანადგურებთ ბუნებას, როცა მას უნდა გაუფრთხილდეთო. ზოგჯერ ასეთ ინფორმაციას  კონტაქტორებსაც გადასცემენ და ეუბნებიან, რომ ხალხს გააგებინონ.  მეცნიერები არ გამოვრიცხავთ, რომ უცხო ცივილიზაციები მფარველობდნენ სამყაროს ცოცხალი ორგანიზმების ნებისმიერ ფორმას. ბოლო საუკუნეების განმავლობაში, დედამიწაზე სწორედ ადამიანია ყველაზე დიდი მოძალადე. მისი ქმედებებით ფლორისა და ფაუნის მთელი სახეობები გადაშენდა, ზოგი კი  გადაშენების პირზეა მისული”_ აცხადებს შონია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close