პოლიტიკა

,,დღეიდან ოფიციალურად გავხდი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორის რაიონში”

,,ჩემი საკრებულოს წევრობის მანდატი იწურება, ერთ თვეში ოზურგეთს ახალი საკრებულო ეყოლება, ახალი შემადგენლობით, ჩემს მშობლიურ ოზურგეთს დიდ მადლობას ვუხდი ნდობისთვის, 2014 წლის არჩევნების დამთავრების შემდეგ ოზურგეთლებს ვუთხარი, რომ ისინი არასოდეს არ ინანებდნენ ჩვენი პარტიისთვის მოცემულ ხმას, მე ეს პირობა შევასრულე, მთელი ეს წლები ვიყავი მათი ინტერესების, ჩემი და პარტიის პრინციპების დამცველი, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს თამარ ნადირიძეLevan Mgeladze, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს, განსაკუთრებული მადლობა ობიექტურობისთვის სიმართლის სადარაჯოზე მყოფ გაზეთ “გურიის მოამბის” მთელს რედაქციას, მადლობა ყველა ადგილობრივ ჟურნალისტს, გაზეთის რედაქციას, ადგილობრივ არასამთავრობოებს, ადვოკატ კახა ჩავლეშვილს, ჩვენი პარტიის კოორდინატორს დავით მამალაძეს, ამ უთანასწორო ბრძოლაში თქვენი მხარდაჭერის გარეშე ძალიან ძნელი იქნებოდა ბრძოლა. დღეიდან ოფიციალურად გავხდი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორის რაიონში (აეროპორტი, ალექსეევკა, ორხევი, ლილო )
სამგორელებო! თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს #10″- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ოზურგეთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან, ნათია შარაშენიძე. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close