საზოგადოება

ქართველმა ადვოკატებმა ისრაელის ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმეს

2017 წლის 31 ოქტომბერს ისრაელში, ქ. თელ-ავივში ისრაელისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნებმა – თამარ საკერდოტმა და დავით ასათიანმა ასოციაციაციებს შორის ურთიერთ თანამშრომლობისმემორანდუმი გააფორმეს.
გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დაგროვილი გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ინფორმაციათა გაზიარება იურიდიული პროფესიის გაძლიერების მიზნით, შეხვედრების მუდმივი ფორმირება განგრძობადი იურიდიული განათლების მხარდაჭერისათვის.
ამავე მემორანდუმით მხარეებმა დაგეგმეს იურიდიული ფირმებისა და კერძო პრაქტიკის მქონე ადვოკატთა ქსელის შექმნა ორ ქვეყანას შორის ადვოკატთა ურთიერთ-კავშირის გაძლიერებისათვის. მუდმივ ხასიათს მიიღებს ხელმომწერ ასოციაციებს შორის სამართლისა და ადვოკატის პროფესიის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციების, სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ორგანიზება როგორც ადვოკატების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინვესტორების მონაწილეობით.
მემორანდუმი საქართველოს და ისრაელის ადვოკატებს ფართო შესაძლებლობას აძლევს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ ორივე სახელმწიფოში აკრედიტებული სერტიფიკატები და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.

.

.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ის უპრეცედენტო მიღწევა, რომელიც გულისხმობს ისრაელის ადვოკატებისა და საადვოკატო ბიუროების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ტურისტების, ემიგრანტების, ვიზიტორების სამართლებრივ მხარდაჭერას ისრაელის ტერიტორიაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ისრაელის ადვოკატთა ასოციაციის სათანადო ჩართულობას საელჩოს მეშვეობით.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდაასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დავით ასათიანი.“მინდაჩვენი კორპუსის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და აქვე დავძენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია – მემორანდუმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ქართველი ადვოკატებისათვის მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და მხარდაჭერა” – განაცხადა დავით ასათიანმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close