სხვა
ტრაგედია სენაკში
ავარიას 4 თვის ორსული ემსხვერპლა - „ბოლო წამამდე მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა!“

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის სოფო დარსალია ემსხვერპლა, რომელიც 4 თვის ორსული იყო.
.
„ბოლო წუთამდე შენ გვერდით ვიდექი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ არ დანებდებოდი! ბოლო წამამდე მეგონა, რომ შენი გული გაუძლებდა! ღმერთო, რა საშინელი შეგრძნებაა შვილმკვდარი დედის გვერდით დგომა. შენი ღიმილიანი სახე ჩემი გონებიდან არასდროს ამოვა, სულ ასეთი ლამაზი მემახსოვრები და არა ისეთი, როგორიც დღეს იყავი! ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი“, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-შხეფის გზის მონაკვეთზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ორსული მართავდა, გზიდან გადავარდა. ექიმებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. სოფო დარსალიას 2 შვილი დარჩა.