სხვა
8 წლის ხიზირის ტრაგედიას მეორე ტრაგედია დაემატა
ცხედრის პოვნის შემდეგ 19 წლის მოხალისე გარდაიცვალა

მდინარეში დაღუპული 8 წლის ინგუშ ხიზირ დერბიჩევის ცხედარი იპოვეს, მაგრამ ტრაგედიას ტრაგედია დაემატა. ბავშვის პოვნის შემდეგ 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, 19 წლის მოხალისე დაღესტნიდან იყო. ხიზირს 20 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.
.
ტრაგედია15 ივნისს ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში დატრიალდა. 8 წლის ბიჭი ორ მეგობართან ერთად მდინარის პირას იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი დინებამ წაიღო. ხიზირ დერბიჩევი კი მდინარეში გადახტა და მეგობარი გადაარჩინა, თუმცა ის თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა და ტოტს ჩაეჭიდა. ხიზირმა არც ერთი წამი არ დააყოვნა და უფროსების მოსვლას არ დაელოდა – მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში შევიდა.
მან მოახერხა მეგობრის დახმარება და მისი გადარჩენა, რომელიც მოგვიანებით უფროსებმა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, თუმცა თავად ხიზირი ძლიერმა დინებამ გაიტაცა…




