საზოგადოება

,,ძლიერმა აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა”

,,როგორც იცით, მთელ ქვეყანას ვართ მოდებულები და “სიმართლეს ვავრცელებთ ყველა ტყუილზე”, ვინც არ იცის ვუყვებით თუ რატომ და რის გამო გვყვავს სამხედრო ტყვეები, ვუტოვებთ გაზეთს და ვუყვებით ყველაფერს, რაც ჩვენი ცოცხლად გადარჩენილი სამხედრო ტყვეების შესახებ ვიცით და რასაც გაზეთის ფურცლებზე ვერ დავტევთ, მაგრამ ისტორიები, რომლებსაც თავად გვიყვებიან გაზეთის ფურცლებზე კი არა, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე არის დასატანი.
მაგ. ერთი ისტორია, რომელსაც სოფელ შინდისის მაცხოვრებლები ჰყვებიან ასეთია :
„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს..
„მიპასუხე მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი” -ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა” მაქვს და თავს ავიფეთქებთ, ნუ გეშინიათ, ეს თვითმკვლელობა არ იქნება.
მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და… ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო”.
ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.
აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლულიც – რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო… „არა” – უპასუხა ალეკომ…
ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა საკუთარი თავის და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა…
ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ იმიერ საქართველოში ეს ბიჭები, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვეს”…
შინდისელები იხსენებენ , რომ მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლო და ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა..

ერთ-ერთი გმირის – მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიასვენეს, მას ყველაფერი თან ჰქონდა , როგორც იარაღი და ჯავშანჟილეტი , ასევე მობილური ტელეფონიც და ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაწერა:
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები..
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ”
P.S. ჩვენ სამხედრო ტყვეებს , შინდისის ბიჭებს , გიორგი ანწუხელიძის და სხვა ნაცნობი თუ უცნობი გმირების სულებს ვპირდები, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ ოკუპანტის წინააღმდეგ , მის თანამზრახველ ხელისუფლებას არ გავახარებ იქამდე, სადამდეც ძალა მეყოფა!
ერი ვალშია ჩვენი გმირი ბიჭების სულების წინაშე და ცოცხლად გადარჩენილების გამოსახსნელად უნდა იბრძოლოს!
შემოგვიერთდით ბრძოლაში , ძალა ერთობაშია!

შინდისის გმირები ცოცხლები რომ გადარჩენილიყვნენ, ივანიშვილი ციხეში გამოამწყვდევდა რომა შამათავას , კობა თოდუას და დანარჩენი
ჩვენი სამხედროების მსგავსად ან მტერს გადასცემდა მათ პირად მონაცემებებს ისევე, როგორც გია ცერცვაძის, დათო მაყიშვილის და დანარჩენი ჩვენი ბიჭების……
ჩვენ უნდა შევძლოთ ოკუპანტის დასმული ხელისუფლების პოლიტიკურ მოუსავლეთში გასტუმრება!

#ბრძოლაგამარჯვებამდე” _ აცხადებს მეგი გოცირიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close