საზოგადოება

,,საზოგადოება გაყოფილია მკრეჭელებად და გაკრეჭილებად”

   ერთხელ სადილზე ჯოზეფ ჩემბერლინი ეწვია ჩერჩილს. თეატრალური მანერების მოყვარული ჩემბერლინი წასვლისას ზღრუბლთან შეჩერდა და ასე მიმართა: ,,ახალგაზრდა ჯენლტმენებო, თქვენ ნამდვილად მეფურად გამიმასპინძლდით, მე კი, მადლობის ნიშნად უძვირფასეს საიდუმლოს გაგანდობთ. ტარიფები! ეს არის მომავლის პოლიტიკა.
  ჩემბერლინის ამ ,,მომავლის პოლიტიკამ’’ ქართულ რეალობაში კარგად იმუშავა 2012 წელს. სხვა ბევრ ზღაპრულ დაპირებებთან ერთად, ქართული ოცნება ტარიფების განახევრებას დაპირდა ქვეყანას. აგერ, მათივე დაპირებულ საოცნებო 4 წელს არა, მაგრამ მე-5 წელს, განახევრების მაგივრად გაძვირდა და 2018 წლის 1 იანვრიდან ახალი ტარიფით მოუწევს, მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურის გადახდა.
ყველაფერი იმატებს ამ ქვეყანაში-ტარიფები, ფასები საკვებსა თუ მედიკამეტებზე. ერთადერთი რაც არ იმატებს ესაა პენსიები, პედაგოგთა და კულტურის მუშაკთა ხელფასები. ერთხელ ხადურმა თქვა ვაუჩერებით მოსახლეობას შეურაწყოფას ვერ მივაყენებთო და გააუქმეს. ბულგარული წიწაკებით თუ შეიძლება შეურაწყოფის მიყენება ამ გაძვირებულ ტარიფების ფონზე ვაუჩერების დარიგება არ შეიძლება. როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ ქვეყანაში ჭრაქის ეპოქა იწყება.
ჩვენზე თქვა, სწორედ ცნობილმა ფრანგმა დიპოლომატმა ტალეირანმა: ,,საზოგადოება გაყოფილია მკრეჭელებად და გაკრეჭილებად, ყოველთვის უნდა ეცადო იყო პირველებთან მეორის წინაღმდეგ . დღეს ასეა ეს, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, ,,პირველები’’ თავიანთი უხვი და გაუაზრებელი დანაპირებებით, პირმოხეული პრემია-დანამატებით და სხვა ახლობლურ-ნათესავების საშოვარზე დაფუძნება-დამკვიდრებით ნამდვილად მკრეჭელები არიან თავიანთი ქვეყნის და მოსახლეობის და მეტი არაფერი.
იანვრიდან ერთი უმნიშვნელოვანესი დანაპირები, ელექტრო ენერგიის ტარიფი ,,გაგვიიაფდება’’ ,,შეიცან მტერის’’ პროგრამიდან.
ბაკურ გელაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close