საინტერესო

ბედკრული საქართველოს შვილები- მამლუქთა მეთაურის ცხოვრება

,,სიკვდილის წინ იგი მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა"

იბრაჰიმ-ბეგი (აბრამ შინჯიკაშვილი) ეგვიპტის მმართველი და მამალუქთა მეთაური, დაიბადა სოფელ მარტყოფში მღვდლის ოჯახში. 15 წლის ასაკში მოიტაცეს და მონად გაყიდეს ეგვიპტეში.
ეგვიპტეში თავისი საუკეთესო ფიზიკური მონაცემების წყალობით ჩაირიცხა ეგვიპტის მამლუქთა სკოლაში, სადაც ბრწყინვალედ დაეუფლა საბრძოლო ხელოვნებას. როგორც ისტორიიდან არის ცნობილი მე-14 საუკუნიდან ეგვიპტეს ქართული წარმოშობის მამლუქები მართავდნენ. ამ დროისათვის ეგვიპტე უმძლავრესი სახელმწიფოა, ხოდა 1775 წელს 39 წლის ასაკში იბრაჰიმ-ბეგი ეგვიპტის მმართველი ხდება;
მაგრამ სამშობლოდან შორს მყოფს იბრაჰი-ბეგს არასდროს დავიწყებია საქართველო და მშობლიურ სოფელ მარტყოფში დარჩენილი მოხუცი დედა; როგორც მისი თანამედროვენი აღნიშნავენ ის სხვა ქართული წარმოშობის მამლუქებს ქართულად ესაუბრებოდა და მეუღლეც ქართველი ყავდა.
მშობლის და სამშობლოს სიყვარულის შედეგად 1778 წელს მეფე ერეკლე მეორეს ესტუმრენ იბრაჰიმ -ბეგის გამოგზავნილი ელჩები, რომელთაც საქართველოში დიდძალი ოქრო და საჩუქრები ჩამოიტანეს ქართული ჯარისთვის იარაღის და საბრძოლო აღჭურვილობის შესაძენად.
სანაცვოდ მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა იბრაჰიმ-ბეგი; აეშენებინათ მის სახლთან ახლოს ეკლესია , რადგანაც მოხუც დედას სოფლის განაპირას მდგარ ეკლესიაში (წმ. ნიკოლოზის) სიარული უჭირდა;
ქართველებს პირი არ შეურცხვენიათ და აუგიათ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, რომელიც დღესაც დგას სოფელ მარტყოფში შინჯიკაშვილების საგვარეულო კოშკის ახლოს და ამაყად ელის თავის მრევლს.
თავად იბრაჰიმ-ბეგი სუდანში გარდაცვლილა 1815 წელს 80 წლის ასაკში, ლეგენდის თანახმად სიკვდილის წინ იგი მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა.
წყარო: ,,წიგნის ჭიები”, მაი ებრალიძე, ისტორიანი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close