საზოგადოება

რა სიმპრომები აქვს ურთულეს ვირუსს, რომელიც საქართველოში მალე შემოვა

ექიმები გრიპის ახალი ვირუსის გავრცელებას პროგნოზირებენ – დაავადების სიმპტომები:

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში B ტიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპაში გავრცელებული ვირუსული ინფექცია ქვეყანაში მალე გავრცელდება.

ხშირ შემთხვევში ახალი ვირუსი გართულებებით მიმდინარეობს. B ტიპის გრიპის ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, სახსრების, კუნთების, თავისა და ყელის ტკივილი ხველებით.

B ტიპის ვირუსის საქართველოში დაფიქსირებას მედიკოსები 2-3 კვირაში ელიან.

გრიპის ვირუსის გავრცელებისას რისკჯგუფს წარმოადგენენ ქრონიკული დაავადებების და დიაბეტის მქონე პირები, მოხუცები, ორსულები და 2 წლამდე ბავშვები.

სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.

წყარო: info9.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close