საზოგადოება

პურის გაძვირება გარდაუვალია

ქვეყანაში შესაძლოა პური გაძვირდეს. პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების მატება პურის ბაზარზეც აისახება.

პურპროდუქტების მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ პურის გაძვირება გარდაუვალია, რადგან უკვე უწევთ ფქვილზე მომატებული ფასის გადახდა. ამას დაემატება გაზრდილი ტარიფები და მწარმოებლები იძულებულები გახდებიან ან ფასები გაზარდონ 5-10 თეთრით ან პურის წონა შეამცირონ.

ფასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ გეგმავს  „იფქლი.“ კომპანიის დირექტორი არისი ბოჭოიძე ამბობს, რომ „იფქლი“ საბაზრო ღირებულებას პურპროდუქტებზე შეინარჩუნებს.

„ჩვენი კომპანია არანაირ ცვლილებას არ აპირებს არც პურის ფასზე, არც წონის ცვლილებაზე. დარჩება იგივე ფასი და იქნება იგივე წონა,“-განაცხადა არისი ბოჭოიძემ.

წყარო: რუსთავი 2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close