საზოგადოება

,,თუ ივანიშვილის დაბრუნებით სასიკეთოდ არაფერი შეიცვალა, ხალხს პროტესტი გაუჩნდება”

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ხელმეორედ დაბრუნებასთან დაკავშირებით, უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ კომენტარი გააკეთა და პასუხი გასცა კითხვას: როგორ შეაფასებდით პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას, შეცვლის თუ არა ის რაიმეს?

გიორგი თევზაძე:

_ დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად რაღაც შეიცვლება უკეთესობისაკენ, მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლით არაფერი შეცვალა ქართულმა ოცნებამ და ეს არ აისახა საქართველოს ეკონომიურ და სოციალური მდგომარეობაზე, თუ ქვეყანაში არ გატარდა ნამდვილი ეროვნული პოლიტიკა, თუ შპს “არენჯი გოლდი” ისევე გააგრძელებს ფარფაშს და ისევ მისთვის მთავარი იქნება მხოლოდ ბიზნესი და არა მოსახლეობის ჯამრთელობა, საზოგადოებას პროტესტის გამოხატვის სურვილი გაუჩნდება.

კიდევ მრავალი ,,თუ” არსებობს. მაგალითად: თუ არ გადაიხედა საკადრო პოლიტიკა და წერტილი არ დაუსვა გაუთავებელ ნეპოტიზმს, თუ რეალურად არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი 1992 წლიდან. თუ სამართლიან მართლსაჯულებას არ შეეწყო ხელი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტს წარმოადგენს. თუ ქალაქებსა და რეგიონებში სახელმწიფოს მხრიდან ( და არა უცხოელი ინვესტორებისაგან )არ ჩაიდო ინვესტიციები და არ შეიქმნა სამუშაო ადგილები. თუ არ დარეგულირდა საბანკო საკრედიტო პოლიტიკა. თუ ჰესების გაუთავებელი  მშენებლობა (როდესაც არსებობს ალტენატიური საშუალება), რომელსაც ძირითადი მოგება მოაქვს უცხოელი ინვესტორისათვის, მაგრამ მძიმე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აყენებს ქართულ სოფლებს და რეგიონებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც დამძიმებულ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის, რასაც მოსახლეობა სამართლიანად აპროტესტებს, საზოგადოებას ნაწილს რჩება განცდა, რომ ზოგიერთები შეიძლება უკვე მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა მარტო მათია და რასაც მოისურვებენ იმას გააკეთებენ საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად. როცა მოქალაქეებს ზოგჯერ საკვების და წამლის შეძენის საშუალება არ აქვს და ამ დროს, ჩინოვნიკები კოლოსალურ ხელფასებს და დანამატებს იღებენ და ძვირადღირებული მანქანებით სარგებლობენ, რაც მოსახლეობაში სამართლიან გაღიზიანებას იწვევს. მითუმეტეს, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ შეცვლილა უკეთესობისკენ…

არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ნებისმიერი ქონებრივი მდგომარეობა თუ თანამდებობრივი სტატუსი არ აძლევს უფლებას, საკუთარი თავი ქვეყნის ბატონ-პატრონად მიიჩნიოს და არ გაითვალისწინოს საზოგადოებრივი აზრი და ხალხის სამართლიანი მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაშიც საზოგადოებას პროტესტის საჯაროდ გამოხატვის სურვილი უჩნდება. მითუმეტეს, რომ შეიძლება მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა ყველაფერზე უკრავდეს ტაშს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close