საზოგადოება

სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს – დაჭრილია ერთი პირი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. დაჭრილია სადგურის თანამშრომელი, რომელიც ობიექტზე ოპერატორად მუშაობდა. მას ჭრილობები ცეცხლასასროლი იარაღით ბარძაყისა და თავის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს დახმარება გურჯაანის საავდმყოფოში აღმოუჩინეს.

გაზგასამართი სადგურიდან წაღებულია 1000 ლარამდე თანხა. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close