საზოგადოება

StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილმა 100 მლნ ლარი გადარიცხა

თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა.

StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 100 მლნ ლარის გადარიცხვის ფაქტს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჩხეტიანი ადასტურებს.

9 აპრილის  10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214  შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 50 გამოჯანმრთელდა და 3  გარდაიცვალა.

ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეა. 2012-2013 წლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. ბიძინა ივანიშვილი ამავე დროს ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია. Forbes-ის მონაცემებით, ის $4.8-მილიარდიანი კაპიტალით მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 349-ე ადგილზეა.

StopCov ფონდი მთავრობის ინიციატივით მას შემდეგ შეიქმნა, რაც კერძო სექტორმა და მოქალაქეებმა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების სურვილი გამოთქვეს. ფონდში თანხებს რიცხავენ როგორც ცალკეული ადამიანები, ისე ბიზნეს-კომპანიები.

ამ დროისთვის ფონდში 124 543 899 ლარია.

Related Articles

Back to top button
Close