სიღნაღის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში სულ 76 პირი იმყოფება. აღნიშნულ პირებს შორის ძირითადად არიან ის ადამიანები, რომელთაც საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვთ.
📣სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მათ მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, რაც როგორც ჯანმრთელობის მგომარეობის, ასევე თვითთიზოლაციის წესების დაცვის შემოწმებას გულისხმობს.
📣მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში მყოფ არცერთ პირს, რომლებსაც საზღვარგარეთ მოგზაურბის ისტორია აქვთ სიცხე არ აღენიშნებათ.
📣გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე თვითიზოლაციის პირობების დარღვევის გამო 4 პირი კარანტინშია გადაყვანილი, ხოლო 13 პირს სავალდებულო იზოლაცია უკვე დაუმთავრდა.
წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი

კომენტარები