საზოგადოება

,,ზელენსკის ყველა გამოსვლაზე მინდა ვთქვა ხოლმე, რომ ეს მწვერვალია, მაგრამ მერე ახალი მწვერვალი ჩნდება”

,,როცა სამშობლოს და საკუთარი ხალხის სიყვარული, კარიერა რა მოსატანია, შენ სიცოცხლეზე მეტია! თან რა ხალხის!"

ზელენსკის ყველა გამოსვლაზე მინდა ვთქვა ხოლმე, რომ ეს მწვერვალია და მერე ახალი მწვერვალი ჩნდება.
ჩვენს თვალწინ, ბოლო 20 დღის განმავლობაში იშვა ახალი, სრულიად განსხვავებული მსოფლიო პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც დაამსხვრია ყველაფერი ძველი, დაამსხვრია საკუთარი გულწრფელობით, ადამიანებთან კომუნიკაციის არნახული უნარით და სიმამაცით – ნამდვილი, საქმით დამტკიცებული სიმამაცით, როცა სამშობლოს და საკუთარი ხალხის სიყვარული, კარიერა რა მოსატანია, შენ სიცოცხლეზე მეტია! თან რა ხალხის!
ზელენსკი თავისი უდრეკი, ამაყი და კეთილშობილი ხალხით წერს ახალ ისტორიას, სადაც ჩვენც ვართ განგების წყალობით და ამ უნიკალური, შესაძლოა ერთადერთი შანსის – არა მხოლოდ თავისუფლების, არამედ დაკარგულის დაბრუნების და გამთლიანების, დაკარგვა არ შეიძლება!
მადლობა ზელენსკის!
მადლობა და დიდება უკრაინას!
გმირებს დიდება!
ირინა სარიშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close