საზოგადოება

,,მაშინ ფოფოდია იყო, დადიოდა გრძელი კაბით, მაგრამ რატომღაც სულ დალურჯებული…” _ რას ჰყვება ვიკა ჩიმჩიური ძალადობის მსხვერპლ ქალზე

,,არ გაატარო!
არა ძალადობას!
გამარჯობა, მე ვიკა ჩიმჩიური ვარ,  იმედია, ჯგუფიდან გახსოვართ და მიცნობთ, ჩემი პირადი პროფილი არ მაქვს და ამიტომ აქედან დავწერ , ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ გადავალ სათქმელზე და მოგიყვებით ძალიან მოკლედ ერთ გოგოზე. ეს გოგო არის ნინო ჩიქოვანი (მე გორგასალი) თუ გახსოვთ, 5 წლის წინ, ფონდის ერთ-ერთი ადმინი იყო, ერთად ვაკეთებდით ძალიან ბევრ სიკეთეს, ნინო მრავალშვილიანი დედაა. იმ პერიოდში ფოფოდია იყო, დადიოდა გრძელი კაბით და თავწაკრული, მაგრამ რატომღაც სულ დალურჯებული… ხან თვალჩასიებულ-გასისხლიანებული , ხან შუბლგატეხილი, თუმცა კარგა ხანი მე ვიცოდი, რომ ეს მისი შვილების გასროლილი სათამაშოთი იყო გამოწვეული…. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინ გვჯეროდა …არადა, თურმე გოგო მსხვერპლია ძალადობის, ეს გავიგე მე რამდენიმე ხნის წინ და წლები ნინოზეც და მის შვილებზე თურმე საშინელი ძალადობა მიდის.

 ახლა ჩვენ აქ ვართ  75 000  დედა,  ქალი და როგორ ფიქრობთ, ხომ არაა დრო, პირველ რიგში გვერდში დავუდგეთ ამ გოგოს, მეორე რიგში ხმა ამოვიღოთ და მესამე, დაფიქრდით, ვალდებულები ხომ არ ვართ, ჩვენს ერთ-ერთ გუნდის წევრს, დედას, ქალს, ადამიანს უჭირს და გავერთიანდეთ მისი სიცოცხლის დასაცავად?

 დღეს მას ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით. ბავშვები საშინელ სტრესულ გარემოში არიან. ნინოსთან რომ მივდივარ, ბავშვები შეიარაღებული მიხვდებიან კარებში, დაშინებულები, მამა ან ბაბუა არ მიუვარდეთ და დედა არ მოუკლან. კარებში ხვდებიან, რომ მოიგერიონ. ძალიან მძიმე სიტუაციაა და სანამ მართლა მსხვერპლი არ იქნება, მანამდე ამოვიღოთ ხმა, მანამდე დავეხმაროთ. ბავშვები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ნინო ვერ მუშაობს, ისინი არ ეხმარებიან,  შიათ ბავშვებს, ნინოს თავიც არ აქვს ან ბავშვებს მიხედოს, გაუკეთოს საჭმელი… მოკლედ, გოგოებო, ძალიან ვჭირდებით ამ ადამიანს. მენდეთ, ძალიან უჭირს მას, როგორც ფიზიკურად, მორალურად, ფინანსურად  და ძალიან მინდა, ამ ადამიანს დავეხმაროთ, მინდა იგრძნოს, რომ მარტო არაა და  ჩვენ, დედები, მის გვერდით ვართ.
ვისაც რით შეგვიძლია ….
#არდანებდე
#ჩვენშენსგვერდითვართ
#არაძალადობას” _ წერს ,,დედების ფონდი”-ს დამფუძნებელი ვიკა ჩიმჩიური ,,დედების კლუბი”-ს ფეისბუქგვერდზე.

 

Related Articles

Back to top button
Close