საზოგადოება

,,რუსულ ეკონომიკასთან და ბაზართან მიბმა, ყოველთვის არასტაბილურობის წინაპირობაა”

,,კომპანია ,,ბორჯომის" მიერ მუშაობის დროებით შეწყვეტა, ყველაზე მეტად, იქ დასაქმებულ, ადგილობრივ მოსახლეობას დააზარალებს"

ძილიან სამწუხაროა, რომ კომპანია ბორჯომმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. ეს პირველ რიგში დააზარალებს ადგილობრივ დასაქმებულ მოსახლეობას, რომელთა შემოსავალიც ძირითადად ამ ქარხნებში საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.
ფაქტია, რომ რუსულ ეკონომიკასთან და ბაზართან მიბმა ყოველთვის არასტაბილურობის წინაპირობაა, მით უფრო თუ პუტინის დამნაშავე რეჟიმის და მისი ოლიგარქიული გარემოცვის მართვის პირობებში ხდება.
ყველაზე ცუდი, მაინც ის გახლავთ, რომ 2013 წელს პატარკაციშვილების ოჯახმა კომპანია მიყიდეს რუსებს, რითაც ბორჯომა როგორც ჩვენმა სავიზიტო ბარათმა, რუსული ქოლგის ქვეშ დაიწყო ოპერირება.
ჯერი ხელისუფლებაზეა, რას და როგორ მოიმოქმედებს ამ ხალხის დასახმარებლად, რომლებიც დარჩნენ მძიმე რიალობის წინაშე.- აცხადებს ბორჯომის საკრებულოს წევრი, ბაკურ გელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close