პოლიტიკა

,,ევროპული თანადგომა არავის ახსოვს_ მოსაფიქრებელია გადარჩენის სხვა გზები…”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ევროპამ ტრადიციულად ისევ გაგვყიდა. ამჯერად უკვე მერამდენედ რუსეთზე. მან ასე მიგვატოვა შუა საუკუნეებშიც ირანისა და თურქეთის პირისპირ, როდესაც ქეთევან წამებულს მკერდს შანთებით აგლეჯდნენ, ქრისტიანობისათვის ევროპულ, მაშინდელ, მრავალრიცხოვან ელჩობას ისპაჰანში ერთი პროტესტიც კი არ ამოცდენია. ევროპული თანადგომა არავის ახსოვს, როცა 1801 წელს რუსეთმა სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა. მათ ბოლშევიკურ რუსეთთან მიგვატოვეს 1921 წელსაც ისე, რომ ერთა ლიგაშიც არ გვაღირსეს მიღება. სწორედ ისინი აკანონებდნენ ყველა გაყალბებულ არჩევნებს. ევროპამ გვითხრა უარი ნატოში გაწევრიანებაზე, რასაც 2008 წელს ამით გათამამებული პუტინის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოგლეჯა მოჰყვა. დღეს ერთადერთი მოსკოვისგან გაუკონტროლებელი ტელევიზიაც კი კვლავ კრემლს ჩაახუტა. მოკლედ, ჩენ უნდა ვიყოთ ჩვენი თავის იმედზე უპირველესად და უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რათა ამერიკამ რეგიონში გახსნას სამხედრო ბაზა, ხოლო ივანიშვილის მილიარდიანი ანგარიშები დააყადაღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსაფიქრებელია ბრძოლის სხვა გზები, რათა გადავრჩეთ დემოგრაფიულად და სახელმწიფოებრივად.

Related Articles

Back to top button
Close