,,მეტრო რუსთაველის და მარჯანიშვილის უძვირფასესი ლამპიონები, ჭაღები, სკამები მოხსნილია და შენახულია საწყობებში…”
,,შენება უნდა ვისწავლოთ, შენება! უზბეკეთი ამის ბრწყინვალე მაგალითია"
ჩემო ძვირფასებო, ეს საოცრება ტაშკენტის მეტროა- დაწკრიალებული, უნიკალური პანოებითა და მოზაიკით. უზბეკებმა მეტრო ღირსშესანიშნაობად აქციეს, მის დასათვალიერებლად ჩვენსავით უამრავი ტურისტი ჩადის. საბჭოთა სიმბოლიკისა და მოზაიკის ნაწილი მხატვრებმა და სკულპტორებმა გადააკეთეს და უზბეკურ ეროვნულ თემატიკას მოარგეს, მეორე ნაწილი კი ხელუხებლად შეინახეს და ტურისტულ ატრაქციად აქციეს! ამ დროს რა ხდება ჩვენთან.. მეტრო რუსთაველის და მარჯანიშვილის უძვირფასესი ლამპიონები, ჭაღები, სკამები მოხსნილია და შენახულია საწყობებში, ვეფხისტყაოსნის გმირების ნაცვლად შინაური თუ გარეული თვალი მხოლოდ მდარე ბიზნეს რეკლამას ნახულობს. საწყობშია 26 კომისრების უნიკალური მოზაიკაც, ნუთუ არ შეიძლებოდა მხატვრების მონაწილეობით მისი ეროვნულ თემაზე გადასხვაფერება ან ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაქცევა?! მოკლედ შენება უნდა ვისწავლოთ, შენება! უზბეკეთი ამის ბრწყინვალე მაგალითია #ეთნოტური
გიორგი კალანდია, ისტორიკოსი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი