კატეგორიის გარეშე

,,მივალ ამ ადგილას, გავიკრიჭები და ფოტოს გადავიღებ” _ ჟურნალისტი პროკურატურას მიმართავს

,,გამოძიება, რომ გააქტიურდება საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შექმნილ მდგომარეობაზე რეალური სურათი, რომ დაიდება და საქმე სასამართლოში გადაიგზავნება, მივალ ზუსტად ამ ადგილას, გავიკრიჭები, ფოტოს გადავიღებ და იმ ფოტოს აქ დავდებ; რასაკვირველია, პარალელურად, კიდევ ერთხელ ვრცლად დავწერ დავით ლორთქიფანიძის მმართველობის პერიოდში ჩადენილ უბედურებებზე. თან ამას ისე გავაკეთებ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაირღვეს.

ამ ფოტოს შესახებ – ვიდეოკადრები, საიადანაც ეს ფოტოა ამოჭრილი, გადაღებულია 2016 წლის 21 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მისაღებში, მაშინ, როცა პროკურატურის კანცელარიაში ჩავაბარე დავით ლორთქიფანიძის მამხილებელი, უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები და მოვითხოვე მისი დაკითხვა” _ წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი მიქიაშვილი მთავარ პროკურატურას სთხოვს, ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელზე აღძრული საქმის თაროზე შემოდებულ მასალებს მტვერი გადააცალონ და საქმის წარმოება გააგრძელონ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close