კატეგორიის გარეშე

თვალცრემლიანი პატარები დედის დაბრუნებას ელოდებიან…_ დავეხმაროთ მაიკოს!

მაიკო სულაკაძე 31 წლის, ორი შვილის დედაა. იგი ებრძვის ონკოლოგიურ დაავადებას. საქართველოში ვერ დაუდგინდა სწორი დიაგნოზი, ავადმყოფი სხვადასხვა კლინიკაში იტარებდა მკურნალობის კურსს, მაგრამ უშედეგოდ… მისი მდგომარეობა თანდათან უფრო დამძიმდა და ოჯახის ძალისხმევით წაიყვანეს გერმანიაში. მაიკოს დიაგნოზი მეტად რთული აღმოჩნდა – გლიობლასტომა ( საკმაოდ აგრესიული და უიშვიათესი თავის ტვინის სიმსივნე).

გერმანელმა ექიმებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არასწორი მკურნალობის შედეგად ყოველგვარი სასიცოცხლო რესურსი ამოიწურა.

მათ არ აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მაიკო საქართველოში გამოაბრუნეს…

უიმედოდ დაბრუნებულმა ოჯახმა ბრძოლა კვლავ განაგრძო მძიმე სენთან. მას ჩაუტარდა ოპერაცია თოდუას კლინიკაში, რასაც მოჰყვა მოსალოდნელი გართულებები და დაემატა მენინგიტი, რომელმაც უფრო დაამძიმა მაიკოს მდგომარეობა. ამას მოჰყვა ამპუტაცია ტვინის მცირე ნაწილში.
მაიკოს ისევ სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, შემდეგში ქიმიური და სხივური თერაპია. მაიკო დღემდე გადის სტაციონალურ მკურნალობას და ებრძვის სიცოცხლეს. უნდა აღვნიშნოთ, რომ აქამდე ავადმყოფის მკურნალობას ოჯახი საკუთარი სახსრებით ახერხებდა, მაგრამ ყველა რესურსი ამოწურეს და დღეს,უფლის და ჩვენი, კეთილი ადამიანების იმედად არიან.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია.
უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ მაიკოს, რომ გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს ოჯახს, თავის 2 პატარა გოგონას, რომლებიც თვალცრემლიანი ელიან დედის დაბრუნებას. ბავშვები ყოველ დღე ლოცულობენ დედის ჯანმრთელობისთვის.

მაიკოსთვის

www.pondi.ge დონაციის საიტი,გადახდა ბარათით.
www.pondi.ge/paypal ჩარიცხვა საზღვარგარეთიდან paypal სისტემით.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
?საქართველოს ბანკი
#GE46BG0000000689979800
?თიბისი ბანკი:
#GE17TB7174136080100007
?ხალიკ ბანკი:
#GE08HB0000000000473608
?ლიბერთი ბანკი
#GE22LB0115121073654001
?ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი?0901700483
ცხელი ხაზი +995 322 19 78 08

Related Articles

Back to top button
Close