სხვა

გია ბაღაშვილის განცხადება

„ვისაც უკვე შეძენილი გაქვთ ბილეთები, მათ საყურადღებოდ“

„იუმორინა“ 2025 2 თვით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

.

„ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, „იუმორინა 2025“-ის 14 და 15 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტები გადატანილია 15 და 16 თებერვალს.

ჩვენ გვსურს, რომ უკლებლივ ყველა მაყურებელმა, რომელთა მრავალწლიანი თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის, შეძლოს მობრძანება და „იუმორინაზე“ დასწრება, სწორედ ამიტომ გელით 15 და 16 თებერვალს, ფილარმონიაში.

ვისაც უკვე შეძენილი გაქვთ ბილეთები, მათ საყურადღებოდ: 14 და 15 დეკემბრის ბილეთებით დასწრებას შეძლებთ 15 და 16 თებერვალს. შესაბამისად, 14 დეკემბრის ბილეთები იმოქმედებს 15 თებერვალს, ხოლო 15 დეკემბრის ბილეთები – 16 თებერვალს. დეტალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ საიტს www.biletebi.ge“ – წერს გია ბაღაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close