საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილმა თამრიკო ჭოხონელიძე შეაქო _ ,,არანაირი მედროვე ის არაა…”

,,თამარ ჭოხონელიძემ დაამტკიცა, რომ არანაირი მედროვე ის არაა და აქვს მყარი პრინციპები. მართლა დიდ მადლობას იმსახურებს საზოგადოებისგან” _ წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

თამრიკო ჭოხონელიძის ქება მოყვა მის გადაწყვეტილებას, რომელიც reitingi.ambebi.ge -მ გაავრცელა:  ,,მე ვაგრძელებ თანამშრომლობას იქ, სადაც კეთდება ჩემი რუბრიკა. ამ რუბრიკის იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნოდა, სწორედ მისი მიწვევით ვმუშაობდი „რუსთავი 2“-ზე. რამაც ხალხი გააღიზიანა, თითქოს „ქვეყნის მტერთან“ დავიწყე საქმე. თავდაპირველად, კობა ნაყოფიას უთქვამს ნიკასთვის თამრიკოს ბევრი საინტერესო იდეა აქვსო, როდესაც შევხვდით, ნიკა აღფრთოვანებული იყო, თქვა ეს უნდა გავიდეს ჩვენს ეთერშიო. ვისაც არ უნდა შემოეთავაზებინა ეს კეთილშობილური საქმე, მე დავთანხმდებოდი. ისეთი ადამიანები გვყავდა სტუმრად, ვისი დანახვაც „რუსთავი 2“-ზე არავის წარმოედგინა. მათ მადლობა გადამიხადეს მეც და ნიკასაც შეუთვალეს. სიმღერამ არ იცის არც ერთი და არც მეორე მხარე, ჩემი რუბრიკა „ერთი სიმღერის ამბავი“ „მთავარ არხზე“ გავა.

– როდიდან დაბრუნდებით ეთერში?

– ეთერში სავარაუდოდ დავბრუნდები 27 ოქტომბრიდან.

– „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტმა არ შემოგთავაზათ არხზე დარჩენა?
– რა თქმა უნდა, იყო შემოტავაზება, მაგრამ ჩემი მხრიდან სწორი არ იქნებოდა, ნიკას დაწყებული საქმე გამეგრძელებინა არხზე სადაც ის აღარ არის. სადაც ნიკა წავიდა, მეც იქ ვარ”.

 

Related Articles

Back to top button
Close