საზოგადოება

მდინარე იორდანეზე კულტურის ცენტრის დაარსების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო

გუშინ, 2022 წლის 7 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დაარსებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
? სამთავრობო კომისიას პირადად ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
სამთავრობო კომისიის მუშაობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.
⛪ პირველ შეხვედრას საქართველოს ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
? სხდომაზე გადაწყდა, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მდინარე იორდანეზე კულტურის ცენტრის კონცეფციაზე იმუშავებს.
? ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, კონცეფციაზე მუშაობა უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქართული კულტურის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
წყარო: საქართველოს საპატრიარქო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close