საზოგადოება

,,საჯაროდ ვიხდი ბოდიშს მაიას წინაშე”

,,ძალიან ვნანობ რაც მაია ასათიანზე დავწერე ადრე, თავს ვგრძნობ ძალიან შეურაცხყოფილად, დამცირებულად… რაც მე გუშინ ვნახე ნანუკას შოუში, შვილზე ყვებოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დღეს, მთელი დღე ვარ ძალიან ცუდად, დათრგუნული. მისმა საუბარმა საერთოდ გამომიყვანა აზრიდან, გული გამიხეთქა, ვნანობ ძალიან. არ შეიძლება ამ ქალბატონის ცუდად მოხსენიება, არ შეიძლება არავის დახასიათებაც კი, მით უფრო შვილ – მკვდარი დედის. მე მაშინ მხოლოდ ის დავწერე, რომ შეუფერებლად ეცვა, ნათელ ფერებში და მკერდგადმოყრილი ძალიან ცუდად მოვიხსენიე.აღშფოთება ვერ დავმალე, გამიკვირდა მაშინ..ღმერთმა მაპატიოს, არასოდეს მსგავსი არავისზე მიკადრებია, არ დამიწერია, ეს იყო პირველად ჩემს ცხოვრებაში.. თან მაია..
პ.ს. საჯაროდ ვიხდი ბოდიშს მაიას წინაშე, ღმერთმა მისი შვილი სადაც არის იქ გაუნათოს..ცოდვაა, ცოდვაა ძალიან და გული მტკივა, მტკივა მომხდარზე..კვირას ეკლესიაში წირვაზე აუცილებლად მოვინანიებ ამ ცოდვას, რადგან რაღაც არ მასვენებს, არ მასვენებს თქმული ნაჩქარევი ჩემი, ემოცია.. შეცდომა თურმე ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოუივიდეს ადამიანს, ამაში თავად დავრწმუნდი..ამიტომ მე დღეს არ ვარ ხასიათზე და ვტოვებ საიტს, ხვალ სავარაუდოთ დავბრუნდები. მაპატიეთ” _ აცხადებს პოეტი მერაბ სალუქვაძე.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close